16:45 - 27 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-12-08 20:53:15, 1516 ნახვა

პოლიტიკა
კობახიძე - აღარ გავაკეთებ არცერთ კომენტარს სააკაშვილთან დაკავშირებით

"აღარ გავაკეთებ არცერთ კომენტარს სააკაშვილთან დაკავშირებით" - ამის შესახებ"ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე საუბრობს. 

მისივე თქმით,ამის გამომწვევი მიზეზი არის ის რომ,მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობისმდგომარეობის პოლიტიზირება ხდება,რაც არასწორია.

რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილს, ზოგადად, ცდილობენ ამ თემის პოლიტიზებას, რაცარასწორია. აქედან გამომდინარე, მე პირდაპირ აქვე შემიძლია გითხრათ, რომ ეს არის ბოლოკომენტარი რასაც ვაკეთებ სააკაშვილთან დაკავშირებით. დანარჩენი უნდა გადაწყდესსამართლებრივ ჭრილში. არავითარი პოლიტიკური დატვირთვა ამ თემას არ შეიძლება მიეცეს. ისინი ფულს ხარჯავენ პოლიტიკური კამპანიისთვის, პიარული კამპანიისთვის, ლობისტებსქირაობენ ამისათვის. მათი მიზანია პოლიტიზება. ჩვენ არ გვინდა ამ თემის პოლიტიზება, აქედან გამომდინარე აღარ გავაკეთებ არცერთ კომენტარს სააკაშვილთან დაკავშირებით.

არავითარ დირექტივებზე, ბუნებრივია, არ შეიძლება იყო საუბარი. პოლიტიკურად ითხოვენჩვენგან  გადაწყვეტილების მიღებას იმ თემაზე, რაც ვერ იქნება პოლიტიკურიგადაწყვეტილების საგანი და ეს ძალიან ცხადად უნდა ვუთხრათ ჩვენ იმ ადამიანებს. ვერავითარი პოლიტიკური გადაწყვეტილების საგანი ვერ გახდება პატიმრის გათავისუფლება, - თქვა კობახიძემ. 

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
წილოსანი ტიტუშკების დაორგანიზებაზე - მოძრაობას საჯაროდ აქვს დაანონსებული, რომ მყისიერი რეაგირება ექნებათ, ამიტომ ყველამ გააკონტროლოს თავი
იურისტი - იდეოლოგიური ნიშნით ადამიანების დევნის მიზნის მქონე ორგანიზაციის შექმნა ხელისუფლებასთან დაახლოებული პირთა ჯგუფის მიერ არის არამხოლოდ მძიმე სამართლებრივი, არამედ, პოლიტიკური განაცხადიც
ევროკავშირმა შესაძლოა რუსეთის წინააღმდეგ მასშტაბური სანქციების დაწესებაზე უარი თქვას
სოფელ პერევის მიმდებარედ რუსი ოკუპანტების მიერ გატაცებული მოქალაქე თავისუფალია – სუს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics