|
2022-12-08 09:26:25, 1340 ნახვა
საზოგადოება
მდინარაძე სააკაშვილზე - პარადოქსია - როცა შიმშილობდა, მაშინაც კი ჭამდა და ახლა აღმოჩნდა, რომ ნახევრად შიმშილობს
პარადოქსია მართლაც, როცა ეს ადამიანი აცხადებდა, რომ შიმშილობდა, მაშინ ჭამდა და როცა ახლა არაფერს ამბობს და არ შიმშილობს, აღმოჩნდა რომ ნახევრად შიმშილობს და არ იღებს ჩვეულებრივად საკვებს - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ „იმედი LIVE“-ში განაცხადა. მისი თქმით, თუ სააკაშვილი შეგნებულად რაღაცეებს აკეთებს და ამით თვითდაზიანებას იყენებს, მაშინ პასუხისმგებლობა მხოლოდ სახელმწიფოზე ვერ იქნება. "როგორც ჩანს, იყო გეგმა ა და გეგმა ბ. გეგმა ა იყო, რომ აერიათ ქვეყანა, გეგმა ბ - შიმშილობა და ა. შ. პარადოქსია მართლაც, როცა ეს ადამიანი აცხადებდა, რომ შიმშილობდა, მაშინ ჭამდა და როცა ახლა არაფერს ამბობს და არ შიმშილობს, აღმოჩნდა რომ ნახევრად შიმშილობს და არ იღებს ჩვეულებრივად საკვებს. კიდევ ერთხელ მინდა ვუპასუხო ყველას, ვინც "წუხს", ვისი პასუხიმგებლობაა ამ ადამიანის ჯანმრთელობა. რა თქმა უნდა, ეს არის სახელმწიფოს პასუხისმგებლობა, მაგრამ, როგორც კი დაფიქსირდება ფაქტი, ძალიან რბილად და დაზღვეულად რომ ვთქვათ, ამის სერიოზული გონივრული ეჭვი არსებობს, რომ ის შეგნებულად რაღაცას არ ჭამს, ექიმის ძალიან კარგად მესმის, ექიმის შვილი ვარ, ბევრი ექიმი მყავს გარშემო, ექიმი ასე ხისტად ამ თემებზე ვერ ისაუბრებს, როგორც პოლიტიკოსი, თუ ეს ადამიანი შეგნებულად რაღაცეებს აკეთებს და ამით თვითდაზიანებას იყენებს, მაშინ პასუხისმგებლობა მხოლოდ სახელმწიფოზე ვერ იქნება. ექიმი რომ პაციენტს მკურნალობს, ის თუ დაუჯერებს ყველაფერს, ექიმი მასზე სრულ პასუხიმგებლობას იღებს, მაგრამ თუ პაციენტი ან მის დანიშნულებას არ ასრულებს, ან რაღაც კვებას ურჩევენ და ამას შეგნებულად არ აკეთებს, შეუძლია და არ აკეთებს, მაშინ რა თქმა უნდა, პასუხისმგებლობა პაციენტზე გადადის ამ შემთხვევაში, პატიმარ სააკაშვილს რომ თავი დავანებოთ და პაციენტ სააკაშვილზე ვილაპარაკოთ. აქედან გამომდინარე, ამ მიჯნაზე უნდა გადავხედოთ კარგად, რომელ მხარეს არის პასუხიხმგებლობა“ - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
ქუთაისში, იოსელიანის ქუჩაზე ხარაჩო ჩამოიშალა და მუშა მოიყოლა, ის გარდაიცვალა
პოლონეთი უკრაინას რუსეთის მხრიდან შესაძლო ცრუ დროშის ოპერაციაზე აფრთხილებს
ტრამპი: ირანის ხიდებსა და ელექტროსადგურებს დავარტყამთ, თუ მოლაპარაკებებს არ განაახლებენ
საია: ფორმულასთან დაკავშირებით სასამართლოს გადაწყვეტილება SLAPP პრეცედენტია
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ოდესის სანაპიროსთან დაბომბეს გემი, რომელზეც აზერბაიჯანელები იმყოფებოდნენ
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)