16:44 - 27 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-12-07 13:40:35, 855 ნახვა

პოლიტიკა
ვაშაძე სააკაშვილზე - ეს სცენარი გამსახურდიას სცენარს ჰგავს

ძალიან ჰგავს ეს სცენარი ზვიად გამსახურდიას გარშემო განვითარებულ სცენარს. ამას შეიძლება დავარქვათ პირდაპირ ტყვიის გარეშე მკვლელობის სცენარი, რომელიც ჩვენს თვალწინ მიმდინარეობს, - ამის შესახებ "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ საქართველოს მესამე პრეზიდენტთან დაკავშირებით განაცხადა.

როგორც ვაშაძემ პარლამენტში ჟურნალისტებს უთხრა, აშფოთებს მიხეილ სააკაშვილის მიზანმიმართულ თვითდაზიანებასთან დაკავშირებით ბოლო პერიოდში გაკეთებული განცხადებები.

"გაცილებით უფრო საგანგაშოდ მივიჩნევ ბოლო დღეებში მართ მიერ გაკეთებულ განცხადებებს, რომ თითქოსდა მიზანმიმართულად აქვს ადგილი თვითდაზიანებებს მიხეილ სააკაშვილის მხრიდან. ძალიან ჰგავს ეს სცენარი ზვიად გამსახურდიას გარშემო განვითარებულ სცენარს. ამას შეიძლება დავარქვათ პირდაპირ ტყვიის გარეშე მკვლელობის სცენარი, რომელიც ჩვენს თვალწინ მიმდინარეობს", - ამბობს ვაშაძე, რომლის თქმითაც, პარლამენტის თავმჯდომარემ "ვივამედში" ექსპრეზიდენტის მონახულებაზე უარი უთხრა.

"მინდოდა გულწრფელად, რომ მენახა მიხეილ სააკაშვილი. ერთი მხრივ, გამემხნევებინა, მეორე მხრივ, პირადად მენახა  მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა და ამ მიზნით, მივმართე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ უარი მითხრა მიხეილ სააკაშვილის მონახულებაზე", - განუცხადა ვაშაძემ ჟურნალისტებს.

შეგახსენებთ, საქართველოს მესამე პრეზიდენტის სასამართლო პროცესი 9 დეკემბერს, 13:00 საათზეა ჩანიშნული. მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების ან სასჯელის გადავადების მოთხოვნით, მისმა ადვოკატმა, შალვა ხაჭაპურიძემ სასამართლოს შუამდგომლობით 1-ელ დეკემბერს მიმართა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
წილოსანი ტიტუშკების დაორგანიზებაზე - მოძრაობას საჯაროდ აქვს დაანონსებული, რომ მყისიერი რეაგირება ექნებათ, ამიტომ ყველამ გააკონტროლოს თავი
იურისტი - იდეოლოგიური ნიშნით ადამიანების დევნის მიზნის მქონე ორგანიზაციის შექმნა ხელისუფლებასთან დაახლოებული პირთა ჯგუფის მიერ არის არამხოლოდ მძიმე სამართლებრივი, არამედ, პოლიტიკური განაცხადიც
ევროკავშირმა შესაძლოა რუსეთის წინააღმდეგ მასშტაბური სანქციების დაწესებაზე უარი თქვას
სოფელ პერევის მიმდებარედ რუსი ოკუპანტების მიერ გატაცებული მოქალაქე თავისუფალია – სუს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics