17:49 - 27 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-12-06 17:00:41, 1041 ნახვა

პოლიტიკა
გიგა ბოკერია - ჩვენ ამ სირცხვილს, რომ ასეთი მთავრობა გვყავს, სანამ არ შევცვლით, ვერ ჩამოვირეცხავთ

დიდი ხანია არაფერი არ უნდა გვიკვირდეს ივანიშვილის რეჟიმისგან, როცა საქმე ეხება სამარცხვინო და მოღალატეობრივ საქციელს, -  ასე ეხმაურება „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე, გიგა ბოკერია უკრაინის ელჩის მოვალეობის შემსრულებლის განცხადებას.

ბოკერიას თქმით, საქართველოს ხელისუფლების სირცხვილი არ ჩამოირეცხება, სანამ ოპოზიცია და ხალხი არ შეცვლის მას. 

„დიდი ხანია არაფერი არ უნდა გვიკვირდეს ივანიშვილის რეჟიმისგან, როცა საქმე ეხება სამარცხვინო და მოღალატეობრივ საქციელს. გუშინ საკუთარი ქვეყნის მოქალაქეებს, ვინც საკუთარი ნებითა და რწმენით სიცოცხლე გარისკა ჩვენი ქვეყნისა და ზოგადად თავისუფლებისთვის უკრაინის ფრონტზე ბოროტების იმპერიის წინააღმდეგ, მათ მიაყენეს შეურაცხყოფა. 

ამ ფონზე არაფერი არ არის გასაკვირი, მიუხედავად ამისა ეს ეპიზოდიც დეტალებიც ცოდნის გარეშეც კი კიდევ ერთი მაგალითია, თუ ადამიანობის როგორ არასწორ მხარეს არიან ისტორიის ზოგადად, ჩვენი ქვეყნის ისტორიისა და ადამიანობის მხრივ. ჩვენ ამ სირცხვილს, რომ ასეთი მთავრობა გვყავს, სანამ არ შევცვლით, ვერ ჩამოვირეცხავთ“ - განაცხადა ბოკერიამ. 

ცნობისთვის, საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებულმა, ანდრეი კასიანოვმა განაცხადა, რომ მრავალრიცხოვანი თხოვნის მიუხედავად, საქართველოს მთავრობისგან არ მიუღიათ პასუხი უკრაინისთვის როგორც სამხედრო, ასევე ორმაგი დანიშნულების სხვა ტექნიკის მოწოდებაზე.

კასიანოვმა ასევე თქვა, რომ უკრაინამ გენერატორების და ტრანსფორმატორების მოთხოვნითაც მიმართა  საქართველოს მთავრობას, თუმცა დადებითი პასუხი არ მიუღიათ. 

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
წილოსანი ტიტუშკების დაორგანიზებაზე - მოძრაობას საჯაროდ აქვს დაანონსებული, რომ მყისიერი რეაგირება ექნებათ, ამიტომ ყველამ გააკონტროლოს თავი
იურისტი - იდეოლოგიური ნიშნით ადამიანების დევნის მიზნის მქონე ორგანიზაციის შექმნა ხელისუფლებასთან დაახლოებული პირთა ჯგუფის მიერ არის არამხოლოდ მძიმე სამართლებრივი, არამედ, პოლიტიკური განაცხადიც
ევროკავშირმა შესაძლოა რუსეთის წინააღმდეგ მასშტაბური სანქციების დაწესებაზე უარი თქვას
სოფელ პერევის მიმდებარედ რუსი ოკუპანტების მიერ გატაცებული მოქალაქე თავისუფალია – სუს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics