11:28 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-12-06 16:39:28, 3037 ნახვა

ომი უკრაინაში
უკრაინამ რუსი ოკუპანტების ტყვეობიდან 60 ჯარისკაცი გაათავისუფლა

უკრაინამ რუსი ოკუპანტების ტყვეობიდან 60 ჯარისკაცი გაათავისუფლა,- აღნიშნულ ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ანდრეი ერმაკი ავრცელებს.

ერმაკის ინფორმაციით, უკრაინა მარიუპოლის მცველების დაბრუნებას განაგრძობს - დღევანდელ "60-იანთა სიაში" 34 მარიუპოლის და 14 აზოვსტალის მცველია.

„პატიმართა მორიგი წარმატებული გაცვლა. დღეს უკრაინის შეიარაღებული ძალების 60 ჯარისკაცი სახლში ბრუნდება, მათ შორის სახელმწიფო საზღვრის დაცვის სამსახური - 58 ჯარისკაცი და ორი ქალი, აქედან 15 ოფიცერი და 45 რიგითი და სერჟანტი. ეს საუკეთესო ამბავია დღესასწაულის დღეს, რადგან გმირები ცოცხლები უნდა იყვნენ. ამისთვის იბრძვიან ჩვენი შეიარაღებული ძალები - ბრძოლა სიცოცხლისთვის გრძელდება. გმირები უკვე სახლში ელოდებიან ახლობლებს. ვინც ამდენი ხნის განმავლობაში წარმოიდგენდა ამ ბედნიერების მომენტს“,- განაცხადა ერმაკმა.

შეგახსენებთ, რომ მანამდე 23 ნოემბერს გაათავისუფლეს 35 სამხედრო, კერძოდ, ეროვნული გვარდიის წარმომადგენლები, რომლებიც რუსებმა შეიპყრეს ჩერნობილის ზონაში შეჭრის დასაწყისში.

24 ნოემბერს გავრცელდა ინფორმაცია კიდევ 50 უკრაინელი ჯარისკაცის დაბრუნების შესახებ.

26 ნოემბერს უკრაინამ შეძლო რუსული ტყვეობიდან 12 უკრაინელი გაეთავისუფლებინა, ხოლო 1 დეკემბერს კი უკრაინამ სახლში 50 დამცველი დააბრუნა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პუტინის წარმომადგენელი კირიენკო აფხაზეთში ჩავიდა, მან აფხაზი სეპარატისტების მემორიალი შეამკო
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
კუსტარული ნარკოლაბორატორია აღმოვაჩინეთ, ამოღებულია 7 კგ-მდე ნარკოტიკი - შსს [VIDEO]
უკრაინამ ნიჟნი ნოვგოროდის ოლქში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაბომბა, რომელიც მოსკოვს საწვავით ამარაგებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics