17:41 - 15 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-12-02 15:29:03, 946 ნახვა

საზოგადოება
ოთარ შამუგია ციტრუსის გადამამუშავებელ საწარმოში საწარმოო პროცესს გაეცნო

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია, აჭარის მთავრობის მეთაური თორნიკე რიჟვაძე, საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ნინო წილოსანი და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრი ზაზა შავაძე ქობულეთის მუნიციპალიტეტში, ციტრუსის გადამმუშავებელ საწარმოში „ქართული მანდარინი“ იმყოფებოდნენ, სადაც საწარმოო პროცესს გაეცნენ.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, აღინიშნა, რომ ციტრუსის გადამმუშავებელი საწარმო „ქართული მანდარინი“ 24 საათის განმავლობაში 250 ტონა ციტრუსის ჩაბარებას შეძლებს, დაახარისხებს, მოახდენს პარაფინირებას და ევროსტანდარტების მიხედვით შეფუთავს. საწარმო, რომელში 50 ადგილობრივია დასაქმებული, მიმდინარე სეზონზე, 3000 ტონა ციტრუსის ნაყოფის მიღებას გეგმავს.

აჭარის მთავრობის გადაწყვეტილებით, მიმდინარე წელს, სამრეწველო გადამუშავების (არასტანდარტულ) მანდარინზე სუბსიდია გაიცემა. სახელმწიფოს მხრიდან 1 კგ სამრეწველო მანდარინზე 15-თეთრიანი თანადაფინანსებაა გათვალისწინებული. 5 თეთრს საწარმო გადაიხდის; შესაბამისად, გადამუშავებისთვის განკუთვნილი მანდარინის ფასი 20 თეთრი იქნება. არასტანდარტული მანდარინის მიღებას საწარმოები უახლოეს დღეებში დაიწყებენ.

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ენერგეტიკული კოლაფსი რუსეთში: უკრაინული დარტყმების ფონზე ,,გაზპრომმა” მუშაობა შეწყვიტა
ნაუსედა: ჩვენ გვაქვს სადაზვერვო ინფორმაცია, რომ რუსეთი ლიეტუვის ინფრასტრუქტურაზე თავდასხმებს გეგმავს
დღეს უკრაინის სახელმწიფოებრიობის დღეა - კიევი საერთაშორისო პარტნიორებს მასპინძლობს
ზურა ჯაფარიძეს ავტომობილი დაეჯახა - პოლიტიკოსი კლინიკაშია გადაყვანილი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics