18:43 - 27 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-12-02 13:08:37, 1068 ნახვა

პოლიტიკა
ხოშტარია - სააკაშვილის საქმის მოსამართლე და პროკურორიც არის ბიძინა ივანიშვილი, შესაძლოა, პუტინიც

მიხეილ სააკაშვილის საქმის მოსამართლეც და პროკურორიც ბიძინა ივანიშვილია და არა მხოლოდ, მე ვიტყოდი, შესაძლოა, ვლადიმერ პუტინიც,- ამის შესახებ პარტია "დროას" ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ ექსპრეზიდენტის საქმის მოსამართლეზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, არანაირი გიორგი არევაძე არ არსებობს, თუმცა არსებობს "ქართული ოცნების" პოლიტიკური ნება. 

"მიხეილ სააკაშვილის საქმის მოსამართლეც, პროკურორიც არის ბიძინა ივანიშვილი და არა მხოლოდ, მე ვიტყოდი, რომ შესაძლოა, ვლადიმერ პუტინიც. ჩვენ გვახსოვს მისი დაპირება, მათ შორის, სააკაშვილის წინააღმდეგ. და ზოგადად, მისი დამოკიდებულება რეგიონში მსგავსი პოლიტიკური ფიგურების მიმართ. არანაირი არევაძე არ არსებობს, არსებობს "ქართული ოცნების" პოლიტიკური ნება, ასევე ბიძინა ივანიშვილის",- განაცხადა ხოშტარიამ. 

ცნობისთვის, საქართველოს მესამე პრეზიდენტის სასჯელისგან გათავისუფლების ან გადავადების საქმეს მოსამართლე გიორგი არევაძე განიხილავს. როგორც მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა განაცხადა, ამ საქმეზე ყველა ქმედება იქნება გამადიდებელი შუშის ქვეშ დაკვირვებული და გეგმავენ, სასამართლოდან გამოითხოვონ ჩანაწერები იმის შესახებ, თუ რა პრინციპით მოხდა მოსამართლე არევაძის არჩევა. 

შეგახსენებთ, რომ გუშინ, საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სასჯელის მოხდისგან გათავისუფლების ან სასჯელის გადავადებასთან დაკავშირებით, ადვოკატმა სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა. 

დოკუმენტებში, რომელიც შალვა ხაჭაპურიძემ სასამართლოში დილით შეიტანა, აღნიშნულია,  რომ ექსპრეზიდენტს 20 დაავადება აქვს, რომელთაგან უმეტესობა პატიმრობაში ყოფნისას განუვითარდა. 

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
წილოსანი ტიტუშკების დაორგანიზებაზე - მოძრაობას საჯაროდ აქვს დაანონსებული, რომ მყისიერი რეაგირება ექნებათ, ამიტომ ყველამ გააკონტროლოს თავი
იურისტი - იდეოლოგიური ნიშნით ადამიანების დევნის მიზნის მქონე ორგანიზაციის შექმნა ხელისუფლებასთან დაახლოებული პირთა ჯგუფის მიერ არის არამხოლოდ მძიმე სამართლებრივი, არამედ, პოლიტიკური განაცხადიც
ევროკავშირმა შესაძლოა რუსეთის წინააღმდეგ მასშტაბური სანქციების დაწესებაზე უარი თქვას
სოფელ პერევის მიმდებარედ რუსი ოკუპანტების მიერ გატაცებული მოქალაქე თავისუფალია – სუს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics