05:12 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-12-01 16:49:10, 1008 ნახვა

სამართალი
პროკურატურამ ,,ქურდული სამყაროს" წევრობისა და ,,ქურდული სამყაროსთვის" მიმართვის ფაქტებზე 5 პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ, ,,ქურდული სამყაროს" წევრობისთვის და ,,ქურდული სამყაროსთვის" მიმართვის ფაქტებზე 5 პირს ბრალდება წარუდგინა.

შინაგან საქმეთა სამინისტროში ჩატარებული გამოძიებით, მათ შორის ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგინდა, რომ ფინანსური დავის ,,ქურდული გარჩევით" მოგვარების მიზნით, ბრალდებულებიდან ორმა "ქურდული სამყაროს" წევრებს მიმართა,ხოლო სამი ბრალდებული ,,ქურდული სამყაროს" საქმიანობაში აქტიურად მონაწილეობდნენ და თავიანთი კრიმინალური ავტორიტეტის გამოყენებით, მოდავე მხარეებს შორის ,,ქურდულ გარჩევებს" აწყობდნენ, მათ შორის ერთ-ერთ ზემოაღნიშნულ მოდავე პირს კონკრეტული თანხის გადახდა მოსთხოვეს.

სამ ბრალდებულს, ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2231-ე მუხლის პირველი ნაწილით (,,ქურდული სამყაროს" წევრობა) წარედგინა,რაც სასჯელის სახედ და ზომად 7-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს, ხოლო ორ პირს ბრალდება სსკ-ის 2234-ე მუხლის პირველი ნაწილით (,,ქურდული სამყაროსთვის" მიმართვა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად  3-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, ხუთივე ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა უკვე შეეფარდა.

სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება.

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics