05:12 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-12-01 16:19:37, 1106 ნახვა

სამართალი
პროკურატურის მტკიცებულებების საფუძველზე, უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში ბრალდებული სასამართლომ დამნაშავედ ცნო

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ორგანიზაციის ხელმძღვანელობით, სპეციალური უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში ბრალდებული სასამართლომ დამნაშავედ ცნო.

სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ბრალდებულმა, რომელიც მუშაობდა ერთ-ერთი კომპანიის კორპორატიული გაყიდვების განყოფილების მენეჯერის პოზიციაზე, ბოროტად გამოიყენა უფლებამოსილება და ორგანიზაციის კანონიერი ინტერესის საწინააღმდეგოდ, სხვისთვის უპირატესობის მინიჭების მიზნით, მასთან დაკავშირებული პირების მიერ ახლად დაფუძნებულ კომპანიებს გაუფორმა ხელშეკრულებები მედიკამენტებისა და სამედიცინო დანიშნულების საგნების ნასყიდობის შესახებ და ხშირ შემთხვევაში საბაზრო ღირებულებაზე დაბალ ფასად აწვდიდა საქონელს, რომელთაც მიწოდებული პროდუქციის ღირებულების არ გადახდის გამო უკვე გააჩნდათ დიდი ოდენობით დავალიანება, რითაც დაზარალებულ კომპანიას მიადგა 386 193 ლარის მატერიალური ზიანი.

კორპორატიული გაყიდვების მენეჯერს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 220-ე მუხლით (უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება) წარედგინა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებული სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 3 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

 

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics