18:44 - 27 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-12-01 15:17:44, 1002 ნახვა

პოლიტიკა
მიკისკა - ჩეხეთიდან საქართველოში ექსპორტი თითქმის გაორმაგებულია, დარწმუნებული ვარ, ნაწილი რუსეთში მიდის

2022 წელს ჩეხეთიდან საქართველოში საქონლის ექსპორტი თითქმის გაორმაგებულია,არსებობს მოსაზრება იმის თაობაზე,რომ ექსპორტის ნაწილი რუსეთში მიდის,რითაც სანქციებზე გვერდის ავლა ხდება, - ამის შესახებ ჩეხეთის ელჩმა, პეტრ მიკისკამ განაცხადა. 

მიკისკას თქმით, თუ საქართველოს მხირდან რუსეთის დახმარება დადასტურდება, ამას შესაბამისი რეაგირება მოყვება.

"ჩეხეთიდან საქართველოში ექსპორტი თითქმის გაორმაგებულია. ამ ექსპორტის ნაწილი კი, დარწმუნებული ვარ, რუსეთში მიდის. ამას ექნება შედეგი და ჩეხეთი, რომელიც ევროკავშირის პრეზიდენტი ქვეყანაა, თვალს ადევნებს მოვლენებს. ეს იქნება ერთ-ერეთი კრიტერიუმი, როდესაც შევაფასებთ საქართველოს მზაობას კანდიდატის სტატუსისთვის და არამხოლოდ ის 12 რეკომენდაცია. დიდი ხნის წინ ჩავამატეთ ჩვენს კრიტერიუმებში შესაბამისობა საერთო საგარეო და უშიშროების პოლიტიკაზე განცხადებებთან. თუ ახლოდან დააკვირდებით, საქართველოს გაცილებით დაბალი მაჩვენებელი აქვს, ვიდრე უკრაინას და მოლდოვას და ზოგჯერ რთულია იმის გაგება, საქართველოს მთავრობა რატომ არ იზიარებს ევროკავშირის განცხადებებს ზოგიერთ დიქტატორულ რეჟიმებზე. საქართველოს პასუხი ყოველთვის ის არის, რომ ამან შეიძლება გამოიწვიოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარება, მაგრამ ამ შემთხვევაში, საქართველომ, პრაქტიკულად, უნდა თქვას უარი რაიმე სახის საგარეო პოლიტიკის განვითარებაზე, თუ მუდმივად ოკუპირებული ტერიტორიების აღიარების შიშით იმოქმედებს"- თქვა მიკისკამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
წილოსანი ტიტუშკების დაორგანიზებაზე - მოძრაობას საჯაროდ აქვს დაანონსებული, რომ მყისიერი რეაგირება ექნებათ, ამიტომ ყველამ გააკონტროლოს თავი
იურისტი - იდეოლოგიური ნიშნით ადამიანების დევნის მიზნის მქონე ორგანიზაციის შექმნა ხელისუფლებასთან დაახლოებული პირთა ჯგუფის მიერ არის არამხოლოდ მძიმე სამართლებრივი, არამედ, პოლიტიკური განაცხადიც
ევროკავშირმა შესაძლოა რუსეთის წინააღმდეგ მასშტაბური სანქციების დაწესებაზე უარი თქვას
სოფელ პერევის მიმდებარედ რუსი ოკუპანტების მიერ გატაცებული მოქალაქე თავისუფალია – სუს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics