05:12 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-11-30 15:11:29, 1130 ნახვა

სამართალი
„დირსის“ დასახლებაში, დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის მცდელობისა და იძულებისთვის ბრალდებულს 17 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და თბილისში, „დირსის" დასახლებაში მომხდარი დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის მცდელობისა და იძულებისთვის ბრალდებული დამნაშავედ ცნო.

გენერალური პროკურატურის ცნობით, სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2022 წლის 27 აპრილს, თბილისში, ე.წ. ,,დირსის" დასახლებაში ურთიერთშელაპარაკებისას ბრალდებულმა, ორი დანის გამოყენებით, ოთხ პირს, მათ შორის არასრულწლოვანს, სხეულის სხვადასხვა არეში ჭრილობები მიაყენა. მიღებული დაზიანებების შედეგად ერთი პირი გარდაიცვალა, ხოლო სამი დაზარალებული საავადმყოფოში გადაიყვანეს.

მომხდარის შემდეგ, დანაშაულის ჩამდენი პირი „დირსის" საცხოვრებელი კომპლექსის მიმდებარე ტერიტორიიდან ტაქსით მიიმალა, რა დროსაც მან ტაქსის მძღოლს მომხდარი ფაქტის შესახებ მოუყვა და სიცოცხლის მოსპობის მუქარით აიძულა აღნიშნულის შესახებ არ ეთქვა სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლებისთვის.

სამართალდამცველებმა ბრალდებული 2022 წლის 28 აპრილს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19/109-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ" და მესამე ნაწილის ,,ა" ქვეპუნქტებით (წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის და ორი ან მეტი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობა) და 150-ე მუხლის პირველი ნაწილით (იძულება) წარედგინა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებული სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 17 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics