|
2022-11-29 13:17:58, 1305 ნახვა
საზოგადოება
მეუფე ნიკოლოზი - დიდი იმედი მაქვს, რომ სააკაშვილს უცხოეთში გადაიყვანენ სამკურნალოდ
მე დიდი იმედი მაქვს, რომ მიხეილ სააკაშვილს უცხოეთში გადაიყვანენ სამკურნალოდ, - ამის შესახებ ახალქალაქის, კარისა და კუმურდოს ეპარქიის მიტროპოლიტმა, ნიკოლოზ ფაჩუაშვილმა საქართველოს მესამე პრეზიდენტის კლინიკა "ვივამედში" მონახულების შემდეგ განაცხადა. მეუფე ნიკოლოზის თქმით, სააკაშვილი, რომელიც დაახლოებით, ორი თვის წინ "ფეხზე იდგა", ახლა წევს. "უფრო და უფრო სუსტად მეჩვენება. დაახლოებით, ორი თვის წინ, ჯერ კიდევ ფეხზე იდგა და ჩვეულებრივად მხვდებოდა ხოლმე. ახლა წევს. რაღაც კრიტერიუმებია ჩამოთვლილი და მართლა მძიმე უნდა იყოს პაციენტი, მაშინ ათავისუფლებენ. ეს უნდა აჩვენოს ანალიზებმა, გამოკვლევებმა. სასულიერო პირი, რომელიც მასთან შემოდის და კონტაქტშია, მგონი მე ვარ. მე პატრიარქის ლოცვა-კურთხევითა ვარ აქ. ერთხელ მივიღე ეს შენიშვნა - ლოცვა-კურთხევა მაქვს ლაპარაკზე კი არა, ლოცვა-კურთხევა მაქვს მოქმედებებზე, ამიტომ ნაკლებად ვლაპარაკობ და ვცდილობ, რომ ჩუმად, უსიტყვოდ ვიმოქმედო. ჩემი მოქმედება არის მასთან კონტაქტი, მისი გამხნევება და ლოცვა მისი ჯანმრთელობისთვის", - განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა. შეგახსენებთ, რომ გუშინ, 28 ნოემბერს მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა, შოთა თუთბერიძემ განაცხადა, რომ ექსპრეზიდენტი ე.წ. საზღვრის კვეთის საქმეზე სასამართლო პროცესს დაესწრებოდა, რადგან არ სურდა, რომ სხდომა ისევ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო გადადებულიყო. სხდომა 15:00 საათზე იყო ჩანიშნული, თუმცა კლინიკა "ვივამედმა" მესამე პრეზიდენტს სასამართლო პროცესზე დასწრების უფლება არ მისცა. ნინო ნადირაძის თქმით, მიხეილ სააკაშვილის ტრანსპორტირება ამ ეტაპზე გამართლებული არ იყო. 25 ნოემბერს, წამების მსხვერპლთა ფსიქოლოგიური რეაბილიტაციის ცენტრ "ემპათიას" დირექტორმა, მარიამ ჯიშკარიანმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ მესამე პრეზიდენტის თმის ღერში სამი მძიმე მეტალი აღმოაჩინეს. უფრო ადრე, 19 ნოემბერს, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა, ვალერი გელბახიანმა განაცხადა, რომ ექსპრეზიდენტი მოწამლულია, ვინაიდან "სხვაგვარად ასე არ განვითარდებოდა არც ერთი დაავადება". ამასთან, საქართველოს პრეზიდენტმა 24 ნოემბერს განაცხადა, რომ "თუ სააკაშვილის ჯანმრთელობა არის დაზიანებული და ასეთი დასკვნა იქნება, სასამართლომ უნდა მიიღოს ღირსეული გადაწყვეტილება".
ენერგეტიკული კოლაფსი რუსეთში: უკრაინული დარტყმების ფონზე ,,გაზპრომმა” მუშაობა შეწყვიტა
ნაუსედა: ჩვენ გვაქვს სადაზვერვო ინფორმაცია, რომ რუსეთი ლიეტუვის ინფრასტრუქტურაზე თავდასხმებს გეგმავს
დღეს უკრაინის სახელმწიფოებრიობის დღეა - კიევი საერთაშორისო პარტნიორებს მასპინძლობს
ზურა ჯაფარიძეს ავტომობილი დაეჯახა - პოლიტიკოსი კლინიკაშია გადაყვანილი
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ოდესის სანაპიროსთან დაბომბეს გემი, რომელზეც აზერბაიჯანელები იმყოფებოდნენ
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)