|
2022-11-28 18:49:13, 861 ნახვა
პოლიტიკა
თალაკვაძე - დამაზიანებელია, როცა სააკაშვილის თანაგუნდელები მის ჯანმრთელობას პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებენ
დამაზიანებელია, როცა სააკაშვილის თანაგუნდელების მხრიდან მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენება ხდება. - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა. მისივე თქმით, რაც უფრო მეტად ხდება მისი ჯანმრთელობის საკითხების პოლიტიზება, მით მეტად ეშლებათ ექიმებს ხელი. „მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა განეკუთვნება ექიმებისა და ჯანდაცვის სფეროს კომპეტენციას და, ვფიქრობ, დამაზიანებელია, როცა სააკაშვილის თანაგუნდელების მხრიდან მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენება ხდება. რაც უფრო მეტად ხდება მისი ჯანმრთელობის საკითხების პოლიტიზება, მით მეტად ეშლებათ ექიმებს ხელი, რომ მას სათანადო სამედიცინო მომსახურება გაუწიონ. დღის წესრიგში რჩება ორი კითხვა, რომელიც არაერთხელ დაისვა და დღემდე პასუხგაუცემელია. კერძოდ, რა არის ის დიაგნოზები და დაავადებები, რომლებსაც ქართველი და უცხოელი ექიმები, ვინც ჩართულნი არიან სააკაშვილის მკურნალობის პროცესში, სამოქალაქო კლინიკაში ვერ მკურნალობენ. ასევე, თანამშრომლობს თუ არა სააკაშვილი ექიმებთან თავისი ჯანმრთელობის ინტერესებიდან გამომდინარე და ასრულებს თუ არა იმ რეკომენდაციებს, დანიშნულებას, რაც ექიმების მხრიდან აქვს. ამ ორ კითხვაზე დღემდე მისი დაცვის მხარის მიერ პასუხები არ გვაქვს და არც თანხმობა, ნებართვა არის, რომ ამ კითხვებზე პასუხები გასაჯაროვდეს“. - ნათქვამია განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ დღეს, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა, შოთა თუთბერიძემ განაცხადა, რომ ექსპრეზიდენტი ე.წ. საზღვრის კვეთის საქმეზე სასამართლო პროცესს დაესწრებოდა, რადგან არ სურდა, რომ სხდომა ისევ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო გადადებულიყო. სხდომა 15:00 საათზე იყო ჩანიშნული, თუმცა კლინიკა "ვივამედმა" მესამე პრეზიდენტს სასამართლო პროცესზე დასწრების უფლება არ მისცა. თბილისის საქალაქო სასამართლოში ე.წ. საზღვრის კვეთის საქმეზე მიხეილ სააკაშვილის სასამართლო სხდომა თარიღის განსაზღვრის გარეშე გადაიდო.
წილოსანი ტიტუშკების დაორგანიზებაზე - მოძრაობას საჯაროდ აქვს დაანონსებული, რომ მყისიერი რეაგირება ექნებათ, ამიტომ ყველამ გააკონტროლოს თავი
იურისტი - იდეოლოგიური ნიშნით ადამიანების დევნის მიზნის მქონე ორგანიზაციის შექმნა ხელისუფლებასთან დაახლოებული პირთა ჯგუფის მიერ არის არამხოლოდ მძიმე სამართლებრივი, არამედ, პოლიტიკური განაცხადიც
ევროკავშირმა შესაძლოა რუსეთის წინააღმდეგ მასშტაბური სანქციების დაწესებაზე უარი თქვას
სოფელ პერევის მიმდებარედ რუსი ოკუპანტების მიერ გატაცებული მოქალაქე თავისუფალია – სუს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)