19:54 - 15 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-11-28 15:30:43, 1008 ნახვა

საზოგადოება
„ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარემ მადრიდში, ,,საერთაშორისო სოციალისტების” კონგრესში მიიღო მონაწილეობა

„ქართული ოცნების” ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარე გიორგი ჩაკვეტაძემ მადრიდში, ,,საერთაშორისო სოციალისტების” (SI) რიგით XXVI კონგრესში მიიღო მონაწილეობა.  

ესპანეთის დედაქალაქმა მსოფლიოს უმსხვილესი პოლიტიკური გაერთიანების მთავარ ღონისძიებას 25-27 ნოემბერს უმასპინძლა. 

კონგრესის დელეგატებმა ახალ პრეზიდენტად ესპანეთის პრემიერ-მინისტრი პედრო სანჩესი, გენერალურ მდივანი და ვიცე-პრეზიდენტები აირჩიეს. 

სხვა ლიდერებთან ერთად კონგრესში მონაწილეობა მიიღეს საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჯოზეფ ბორელმა, პორტუგალიის პრემიერ-მინისტრმა ანტონიო კოსტამ და ევროპარლამენტის წევრებმა.

კონგრესმა პანელური დისკუსიების ფორმატში მსოფლიო უსაფრთხოების, კლიმატის ცვლილებების, ევროპის ენერგო უსაფრთხოების, გენდერული თანასწორობისა და ინკლუზიური ეკონომიკის შესახებ იმსჯელა. ასევე, გაიმართა ოფიციალური შეხვედრები და გაერთიანების სამომავლო სტრატეგიის პრეზენტაცია. დელეგატებმა კონგრესის ფარგლებში სხვადასხვა თემაზე რეზოლუციები მიიღეს.
კონგრესს დასკვნითი სიტყვით გაერთიანების ახლად არჩეულმა  პრეზიდენტმა პედრო სანჩესმა მიმართა.

საერთაშორისო სოციალისტების კონგრესამდე, გიორგი ჩაკვეტაძემ მონაწილეობა მიიღო ახალგაზრდა სოციალისტთა საერთაშორისო გაერთიანების (IUSY) პრეზიდიუმში. პრეზიდიუმზე „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაცია პირველად მიიწვიეს, რაც პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაციის მიერ მშვიდობის კომიტეტის (PTN) შექმნას უკავშირდება.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ენერგეტიკული კოლაფსი რუსეთში: უკრაინული დარტყმების ფონზე ,,გაზპრომმა” მუშაობა შეწყვიტა
ნაუსედა: ჩვენ გვაქვს სადაზვერვო ინფორმაცია, რომ რუსეთი ლიეტუვის ინფრასტრუქტურაზე თავდასხმებს გეგმავს
დღეს უკრაინის სახელმწიფოებრიობის დღეა - კიევი საერთაშორისო პარტნიორებს მასპინძლობს
ზურა ჯაფარიძეს ავტომობილი დაეჯახა - პოლიტიკოსი კლინიკაშია გადაყვანილი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics