19:56 - 15 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-11-28 14:31:36, 976 ნახვა

საზოგადოება
ღარიბაშვილი - 1-ელი იანვრიდან, დეკრეტული შვებულების პერიოდში დახმარება, კერძო სექტორში დასაქმებულებისთვის 2 000 ლარი გახდება

კერძო სექტორში დასაქმებულთათვის, დეკრეტული შვებულების პერიოდში, დახმარებას გავაორმაგებთ და 1-ელი იანვრიდან 1000 ლარის ნაცვლად, 2000 ლარი გახდება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

პრემიერ-მინისტრის თქმით, მანამდე მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, 2023 წლიდან, სკოლის მასწავლებლები დეკრეტული შვებულების დროს სრულ ხელფასს მიიღებენ.

 „ე.წ. დეკრეტული შვებულებების საკითხი იყო საკმაოდ პრობლემატური, ამის თაობაზე მე პარლამენტშიც მთხოვეს საკითხის გადაწყვეტა, მქონდა ამის თაობაზე მსჯელობა და გადავწყვიტეთ, რომ კერძო სექტორში დასაქმებულებისთვისაც გავაორმაგოთ დახმარება დეკრეტული შვებულების პერიოდში და პირველი იანვრიდან 1000 ლარის ნაცვლად გახდება 2000 ლარი. ჩვენ მანამდე, გახსოვთ, რომ სკოლის მასწავლებლების შემთხვევაში გავითვალისწინეთ ზრდა და მომდევნო წლიდან, სკოლის მასწავლებლები დეკრეტული შვებულების დროს სრულ ხელფასს მიიღებენ. ახლა უკვე კერძო სექტორში დასაქმებულებისთვისაც გადავწყვიტეთ და ეს დახმარება 1000 ლარის ნაცვლად იქნება 2000 ლარი",- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ენერგეტიკული კოლაფსი რუსეთში: უკრაინული დარტყმების ფონზე ,,გაზპრომმა” მუშაობა შეწყვიტა
ნაუსედა: ჩვენ გვაქვს სადაზვერვო ინფორმაცია, რომ რუსეთი ლიეტუვის ინფრასტრუქტურაზე თავდასხმებს გეგმავს
დღეს უკრაინის სახელმწიფოებრიობის დღეა - კიევი საერთაშორისო პარტნიორებს მასპინძლობს
ზურა ჯაფარიძეს ავტომობილი დაეჯახა - პოლიტიკოსი კლინიკაშია გადაყვანილი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics