|
2022-11-28 13:33:03, 721 ნახვა
საზოგადოება
ადვოკატი - ფრჩხილის კვლევის შედეგად სააკაშვილს ახალი ნივთიერება - დარიშხანიც ამოუვიდა
ფრჩხილის კვლევის შედეგად, მიხეილ სააკაშვილს ახალი ნივთიერება - დარიშხანიც ამოუვიდა, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის უფლებადამცველმა, შალვა ხაჭაპურიძემ განაცხადა. ადვოკატის თქმით, ტოქსიკოლოგიურ დასკვნას ამერიკის შეერთებული შტატებიდან დღეს ელოდებიან. "ფრჩხილის ანალიზები ჯერ არ ჩამოსულა, დღეს ჩამოვა, მაგრამ სატელეფონო საუბრით გაირკვა, რომ კიდევ ახალი ნივთიერება - დარიშხანი ამოუვიდა ფრჩხილის კვლევის შედეგად", - განაცხადა შალვა ხაჭაპურიძემ. მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილმა დღევანდელ სასამართლო პროცესზე დასწრება გადაწყვიტა. "იმისთვის, რომ ჩვენ არ გავხდეთ მიზეზი პროცესების გადადებისა და ჩაშლის, გადაწყვიტა [მიხეილ სააკაშვილმა], რომ დღეს გამოცხადდეს სასამართლო პროცესზე. ეს მოხდება, ალბათ, გადასაადგილებელი სავარძლით", - თქვა ადვოკატმა. ცნობისთვის, 25 ნოემბერს, წამების მსხვერპლთა ფსიქოლოგიური რეაბილიტაციის ცენტრ "ემპათიას" დირექტორმა, მარიამ ჯიშკარიანმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ მესამე პრეზიდენტის თმის ღერში სამი მძიმე მეტალი აღმოაჩინეს. უფრო ადრე, 19 ნოემბერს, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა, ვალერი გელბახიანმა განაცხადა, რომ ექსპრეზიდენტი მოწამლულია, ვინაიდან "სხვაგვარად ასე არ განვითარდებოდა არც ერთი დაავადება". 21 ნოემბერს, კომენტარი გააკეთა იუსტიციის მინისტრმა. რატი ბრეგაძის თქმით, შესაძლო ინტოქსიკაციასთან დაკავშირებით, სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს მიმართავენ, რათა "ჩატარდეს ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზა და საზოგადოებას ჰქონდეს სრული და ამომწურავი ინფორმაცია მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ". აღსანიშნავია, რომ თავად მესამე პრეზიდენტი ადვოკატის განცხადებას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა. "არასდროს, არც ერთი ჩემი ადვოკატისთვის არ მითქვამს, რომ ეჭვი მაქვს მოწამვლაზე", - დაწერა სააკაშვილმა "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე. ამასთან, საქართველოს პრეზიდენტმა 24 ნოემბერს განაცხადა, რომ "თუ სააკაშვილის ჯანმრთელობა არის დაზიანებული და ასეთი დასკვნა იქნება, სასამართლომ უნდა მიიღოს ღირსეული გადაწყვეტილება".
ენერგეტიკული კოლაფსი რუსეთში: უკრაინული დარტყმების ფონზე ,,გაზპრომმა” მუშაობა შეწყვიტა
ნაუსედა: ჩვენ გვაქვს სადაზვერვო ინფორმაცია, რომ რუსეთი ლიეტუვის ინფრასტრუქტურაზე თავდასხმებს გეგმავს
დღეს უკრაინის სახელმწიფოებრიობის დღეა - კიევი საერთაშორისო პარტნიორებს მასპინძლობს
ზურა ჯაფარიძეს ავტომობილი დაეჯახა - პოლიტიკოსი კლინიკაშია გადაყვანილი
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ოდესის სანაპიროსთან დაბომბეს გემი, რომელზეც აზერბაიჯანელები იმყოფებოდნენ
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)