19:58 - 15 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-11-28 12:26:36, 817 ნახვა

საზოგადოება
რუსთავში დააკავეს 18 წლის გოგო, რომელმაც სუპერმარკეტის თანამშრომელი ცივი იარაღით დაჭრა

რუსთავში, გვიან ღამით, ერთ-ერთი სუპერმარკეტის თანამშრომელი დაჭრეს. ის რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოშია გადაყვანილი. 

გავრცელებული ინფორმაციით, დამნაშავე, სავარაუდოდ, 18 წლის გოგოა, რომელმაც 20 წლის გოგონა ცივი იარაღით მუცლის არეში დაჭრა. კლინიკის დირექტორის განცხადებით, მისი მდგომარეობა სტაბილურია.

ჯერჯერობით უცნობია რა გახდა ახალგაზრდებს შორის დაპირისპირების მიზეზი. 

"შემოიყვანეს, შემავალი ჭრილობა იყო მუცელში. სავარაუდოდ, ცივი იარაღით აქვს მიყენებული დაზიანებები, იარაღით არ არის. მდგომარეობა ჯერჯერობით სტაბილურია, არაფერი ისეთი საფრთხეები არ იკვეთება",- განაცხადა კლინიკის დირექტორმა. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე  ერთი პირი უკვე დააკავეს და გამოძიება 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ენერგეტიკული კოლაფსი რუსეთში: უკრაინული დარტყმების ფონზე ,,გაზპრომმა” მუშაობა შეწყვიტა
ნაუსედა: ჩვენ გვაქვს სადაზვერვო ინფორმაცია, რომ რუსეთი ლიეტუვის ინფრასტრუქტურაზე თავდასხმებს გეგმავს
დღეს უკრაინის სახელმწიფოებრიობის დღეა - კიევი საერთაშორისო პარტნიორებს მასპინძლობს
ზურა ჯაფარიძეს ავტომობილი დაეჯახა - პოლიტიკოსი კლინიკაშია გადაყვანილი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics