21:43 - 27 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-11-25 18:47:09, 1083 ნახვა

პოლიტიკა
მელია - ხან სიტყვებიც არ მყოფნის, ან რა უნდა თქვა, როდესაც ქალებს ჩაგრავენ, ან მითუმეტეს მაშინ, როდესაც მათ კლავენ

ხან სიტყვებიც არ მყოფნის, ან რა უნდა თქვა, როდესაც ქალებს ჩაგრავენ, ან მითუმეტეს მაშინ, როდესაც მათ კლავენ. - ამის შესახები "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ლიდერმა, ნიკა მელიამ განაცხადა.

მისივე თქმით, ევროკომისიის 12 პუნქტიან რეკომენდაციაში ერთ-ერთი პუნქტი ეხება სწორედ გენდერულ თანასწორობას და ქალთა მიმართ ძალადობის წინააღდეგ ბრძოლას. 

"დღეს ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღეა. 
სამწუხაროდ, პრაქტიკულად ყოველდღიურად ძალადობენ ქალებზე. 
ხან სიტყვებიც არ მყოფნის, ან რა უნდა თქვა, როდესაც ქალებს ჩაგრავენ, ან მითუმეტეს მაშინ, როდესაც კლავენ მათ. 
რა უნდა უწოდო იმ „კაცს“, რომელიც ძალადობს და ჩაგრავს ქალს ფიზიკურად, ფსიქოლოგიურად, ეკონომიკურად?! 
ქალთა მიმართ ძალადობა დაუშვებელი და მიუღებელია, მეტიც შეუთავსებელია ჩვენს კულტურასთან, ისტორიულ წარსულთან - ამ ქვეყანაში ქალებზე არათუ არ ძალადობდნენ,  ქალები წარმოადგენდნენ ძალადობის შემაჩერებელ ძალას - დაპირისპირებულ მხარეები ჩერდებოდნენ, როცა მათ შორის ჩნდებოდა ქალი მანდილით.   
ევროკომიისს 12 პუნქტიან რეკომენდაციაში ერთ-ერთი პუნქტი ეხება სწორედ გენდერულ თანასწორობას და ქალთა მიმართ ძალადობის წინააღდეგ ბრძოლას. სრულიად გაუგებარია, რა არის ამ საკითხში მაინც სადავო, რატომ ვერ უნდა ვთანხმდებოდეთ? ერთადერთი მიზეზი არის ნების არარსებობა! 
ჩემი პატივისცემა ყველა ორგანიზაციას და ადამიანს, ვინც ქალთა მიმართ ძალადობის წინააღდეგ იბრძვის! 
ჩემი თანადგომა ყველა ქალს, რომელზეც ძალადობენ, ჩაგრავენ და ავიწროებენ". - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ დღეს, 20:00 საათზე ქალთა მიმართ ძალადობასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს, ქალთა მოძრაობა  პირველი რესპუბლიკის მოედნიდან პარლამენტამდე საპროტესტო მსვლელობას გამართავს.

ქალების სხეულებრივი ავტონომიის და უსაფრთხოების დასაცავად გამართულ მსვლელობას შეუერთდებიან ქალთა მოძრაობა და სოლიდარული ჯგუფები, სოციალური მოძრაობები, რეკრეაციული, კულტურული და შემოქმედებითი სივრცეები, ღამის კლუბები და მუსიკალური ფესტივალები.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
წილოსანი ტიტუშკების დაორგანიზებაზე - მოძრაობას საჯაროდ აქვს დაანონსებული, რომ მყისიერი რეაგირება ექნებათ, ამიტომ ყველამ გააკონტროლოს თავი
იურისტი - იდეოლოგიური ნიშნით ადამიანების დევნის მიზნის მქონე ორგანიზაციის შექმნა ხელისუფლებასთან დაახლოებული პირთა ჯგუფის მიერ არის არამხოლოდ მძიმე სამართლებრივი, არამედ, პოლიტიკური განაცხადიც
ევროკავშირმა შესაძლოა რუსეთის წინააღმდეგ მასშტაბური სანქციების დაწესებაზე უარი თქვას
სოფელ პერევის მიმდებარედ რუსი ოკუპანტების მიერ გატაცებული მოქალაქე თავისუფალია – სუს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics