21:44 - 27 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-11-24 16:52:23, 1155 ნახვა

პოლიტიკა
ევროპარლამენტმა საქართველოსა და უკრაინის ოკუპირებულ რეგიონებში რუსეთის მიერ გაცემული პასპორტების არაღიარებას მხარი დაუჭირა

ევროპარლამენტმა მხარი დაუჭირა გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც უკრაინისა და საქართველოს უკანონოდ ოკუპირებულ რეგიონებში რუსეთის მიერ გაცემულ პასპორტებსა და სხვა სამგზავრო დოკუმენტებს არ აღიარებს.

გადაწყვეტილება დამტკიცდა 531 ხმით, წინააღმდეგი იყო 7, 34-მა კი თავი შეიკავა. 

„ევროპარლამენტი მზად არის გააკეთოს ყველაფერი, რათა გააგრძელოს ზეწოლა რუსეთზე სამართლებრივი და პოლიტიკური საშუალებებით, რათა დარწმუნდეს, რომ პუტინი გადაიხდის მაღალ ფასს ამ უკანონო ომისთვის და უკრაინისა და მისი ხალხის წინააღმდეგ ჩადენილი საერთაშორისო დანაშაულისთვის“, - განაცხადა კენჭისყრის შემდეგ მომხსენებელმა, ხუან ფერნანდო ლოპეს აგილარმა.

კომისია, აღნიშნულის შემდეგ გაივლის კონსულტაციას ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან და შეადგენს რუსული სამგზავრო დოკუმენტების სიას, კერძოდ, პასპორტების, რომლებიც იქნება არაღიარებული, თუმცა თითქმის ყველა წევრი ქვეყანა აცხადებს, რომ ოკუპირებულ რეგიონებში გაცემულ რუსულ პასპორტებს უკვე არ იღებენ.

მას შემდეგ, რაც გადაწყვეტილება ოფიციალურად იქნება მიღებული საბჭოს მიერ, ის ასევე ევროკავშირის ოფიციალურ ჟურნალში გამოქვეყნდება. გამოქვეყნებიდან მეორე დღეს გადაწყვეტილება ძალაში შევა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
წილოსანი ტიტუშკების დაორგანიზებაზე - მოძრაობას საჯაროდ აქვს დაანონსებული, რომ მყისიერი რეაგირება ექნებათ, ამიტომ ყველამ გააკონტროლოს თავი
იურისტი - იდეოლოგიური ნიშნით ადამიანების დევნის მიზნის მქონე ორგანიზაციის შექმნა ხელისუფლებასთან დაახლოებული პირთა ჯგუფის მიერ არის არამხოლოდ მძიმე სამართლებრივი, არამედ, პოლიტიკური განაცხადიც
ევროკავშირმა შესაძლოა რუსეთის წინააღმდეგ მასშტაბური სანქციების დაწესებაზე უარი თქვას
სოფელ პერევის მიმდებარედ რუსი ოკუპანტების მიერ გატაცებული მოქალაქე თავისუფალია – სუს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics