21:43 - 27 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-11-24 16:00:50, 968 ნახვა

პოლიტიკა
რიში სუნაკი ღარიბაშვილს - მინდა გარწმუნოთ, რომ რუსეთის აგრესიის პირობებში, გაერთიანებული სამეფო საქართველოს გვერდით დგას

დიდი ბრიტანეთის ახლად დანიშნული პრემიერ-მინისტრი რიში სუნაკი ირაკლი ღარიბაშვილს წერილს უგზავნის და აღნიშნავს, რომ საქართველოსთან პარტნიორობა უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროში "ასეთი უმნიშვნელოვანესი არასდროს ყოფილა". 

როგორც წერილშია აღნიშნული, გაერთიანებული სამეფო საქართველოს გვერდით დგას რუსეთის განგრძობადი აგრესიის პირობებში.

„ბატონო პრემიერ-მინისტრო! მადლობას მოგახსენებთ 26 ოქტომბრით დათარიღებული მოლოცვის წერილისთვის. უპირველეს ყოვლისა, უდიდეს მადლობას გიხდით მისი უდიდებულესობა ელისაბედ II დედოფლის გარდაცვალების გამო თბილისში ბრიტანეთის საელჩოში მიბრძანებისა და თანაგრძნობის გამოხატვისთვის.

ამ გამოწვევებით სავსე პერიოდში, როდესაც დიპლომატიური ურთიერთობების განახლებიდან 30 წლის იუბილეს აღვნიშნავთ, ჩვენი პარტნიორობა უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროში ასეთი უმნიშვნელოვანესი არასდროს ყოფილა. მინდა გარწმუნოთ, რომ გაერთიანებული სამეფო საქართველოს გვერდით დგას რუსეთის განგრძობადი აგრესიის პირობებში. ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და ვაგრძელებთ რუსეთის მოწოდებას, რათა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონების ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარება გაითხოვოს და საქართველოს ხსენებულ რეგიონებში ჰუმანიტარულ დახმარებაზე დაუბრკოლებელი წვდომა უზრუნველყოს.

მიხარია, რომ 2023 წლის დასაწყისში გაერთიანებული სამეფო უმასპინძლებს „უორდროპის სტრატეგიული დიალოგის“ შემდეგ ღონისძიებას, რომელიც ჩვენს ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის მთელ სპექტრს მოიცავს და კიდევ უფრო განამტკიცებს სტრატეგიული პარტნიორობისა და თანამშრომლობის შეთანხმებას, რომელიც 2021 წლის 1 იანვარს შევიდა ძალაში.

მივესალმები ასევე უკრაინისადმი საქართველოს მხარდაჭერას. ამ უკანონო ომმა უხეშად შეგვახსენა ის საფრთხე, რომელსაც რუსეთი უქმნის საერთაშორისო სამართლის ფუძემდებლურ პრინციპებს, მათ შორის ტერიტორიულ მთლიანობას. ურყევია გაერთიანებული სამეფოს, ისევე როგორც თქვენი მხარდაჭერა უკრაინისადმი.

მოუთმენლად ველი თქვენთან მუშაობას ჩვენი ერების კეთილდღეობის, მშვიდობისა და უსაფრთხოების მიზნით ჩვენი პარტნიორობის გაძლიერებისა და გამყარების გზით“, - აღნიშნულია წერილში.


 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
წილოსანი ტიტუშკების დაორგანიზებაზე - მოძრაობას საჯაროდ აქვს დაანონსებული, რომ მყისიერი რეაგირება ექნებათ, ამიტომ ყველამ გააკონტროლოს თავი
იურისტი - იდეოლოგიური ნიშნით ადამიანების დევნის მიზნის მქონე ორგანიზაციის შექმნა ხელისუფლებასთან დაახლოებული პირთა ჯგუფის მიერ არის არამხოლოდ მძიმე სამართლებრივი, არამედ, პოლიტიკური განაცხადიც
ევროკავშირმა შესაძლოა რუსეთის წინააღმდეგ მასშტაბური სანქციების დაწესებაზე უარი თქვას
სოფელ პერევის მიმდებარედ რუსი ოკუპანტების მიერ გატაცებული მოქალაქე თავისუფალია – სუს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics