20:54 - 15 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-11-24 09:56:06, 936 ნახვა

საზოგადოება
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი უნგრეთის ელჩს შეხვდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია უნგრეთის ელჩს საქართველოში ანა მარია შიკოს შეხვდა.

მინისტრმა მადლობა გადაუხადა ელჩს მრავალწლიანი თანამშრომლობისთვის და  გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის განვითარების მიმართულებით უნგრეთის გამოცდილების გაზიარების სურვილი გამოთქვა. 

საუბარი შეეხო აგროტურიზმის განვითარების, ღვინის ექსპორტის ზრდის, სათესლე მასალის წარმოების, აგრარული პროდუქციის წარმოებისა და მესაქონლეობის სექტორის მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავების საკითხებს.

„ქვეყნის ევროკავშირთან დაახლოების პროცესში, უნგრეთის გამოცდილების გაზიარება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ჩვენი ამოცანაა, ქვეყნის სასურსათო უსაფრთხოების უზრუნველყოფა და ფერმერების დახმარება მეტი და ხარისხიანი პროდუქციის წარმოების მიზნით. ერთობლივი ძალისხმევით, ვფიქრობ, თანამშრომლობა ორმხრივად სასარგებლო იქნება“, -  განაცხადა ოთარ შამუგიამ.
ანა მარია შიკომ  ქვეყნებს შორის არსებული მეგობრული და მჭიდრო პარტნიორული ურთიერთობების მნიშვნელობის შესახებ ისაუბრა და საქართველოსთან, როგორც საიმედო პარტნიორ ქვეყანასთან სოფლის მეურნეობის და გარემოსდაცვითი მიმართულებით  თანამშრომლობის გაღრმავების სურვილი გამოთქვა. 

როგორც უნგრეთის ელჩმა აღნიშნა, მოხარული იქნება თუ უნგრეთში მეტ ქართულ, ხოლო საქართველოში მეტ უნგრულ პროდუქტს იხილავს. 

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართულ შეხვედრას შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ენერგეტიკული კოლაფსი რუსეთში: უკრაინული დარტყმების ფონზე ,,გაზპრომმა” მუშაობა შეწყვიტა
ნაუსედა: ჩვენ გვაქვს სადაზვერვო ინფორმაცია, რომ რუსეთი ლიეტუვის ინფრასტრუქტურაზე თავდასხმებს გეგმავს
დღეს უკრაინის სახელმწიფოებრიობის დღეა - კიევი საერთაშორისო პარტნიორებს მასპინძლობს
ზურა ჯაფარიძეს ავტომობილი დაეჯახა - პოლიტიკოსი კლინიკაშია გადაყვანილი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics