|
2022-11-23 16:21:33, 1077 ნახვა
პოლიტიკა
დროებითია ის, რომ ამ დღის შემოქმედი დევნის მსხვერპლია, ხოლო მკვლელები ძალაუფლების ზენიტში არიან - „გირჩი მეტი თავისუფლება“
საქართველო გარდაუვლად დაუბრუნდება თავისუფალი სამყაროსკენ მიმავალ გზას, - პარტია „გირჩი მეტი თავისუფლება“ „ვარდების რევოლუციის“ 19 წლისთავთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ განცხადებაშია აღნიშნული, ამ დღის მთავარი შემოქმედი დღეს პოლიტიკური დევნის მსხვერპლია, ხოლო" ნაძირლები, მკვლელები, მატყუარები, თავხედები, მექრთამეები და მედროვეები ძალაუფლების ზენიტში არიან". "გისურვებთ იმ რწმენის დაბრუნებას, რა რწმენითაც 19 წლის წინ დავიწყეთ ჭაობიდან ამოსვლა - რომ ჩვენც შეგვიძლია წარმატებული და ღირსების მქონე ქვეყნის აშენება! ის, რომ ამ დღის მთავარი შემოქმედი დღეს პოლიტიკური დევნის მსხვერპლია, ხოლო ნაძირლები, მკვლელები, მატყუარები, თავხედები, მექრთამეები და მედროვეები ძალაუფლების ზენიტში არიან, დროებითია. საქართველო გარდაუვლად დაუბრუნდება თავისუფალი სამყაროსკენ მიმავალ გზას! დიდება საქართველოს! ცნობისთვის, „ვარდების რევოლუციიდან“ 19 წელი გავიდა. დღეს აქტვისტები, მიხეილ სააკაშვილის განთავისუფლებისა და რუსული რეჟიმის დასრულების მოთხოვნით, თბილისსა და ბათუმში აქციას გამართავენ. აქციის ორგანიზატორი „მიხეილ სააკაშვილის თავისუფლების საზოგადოებრივი კომიტეტია". სოციალურ მედიაში გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ისინი თბილისში პარლამენტის წინ და ბათუმში ერას მოედანზე შეიკრიბებიან.
როგორც მოსკოვში - თეთრი ფურცლის დაჭერისთვის პოლიციამ აქტივისტი ნოდარი წიწარიშვილი დააკავა
საქართველოს ეროვნული ბანკი: ბანკები „თელასის“ ლარში მომსახურებას გააგრძელებენ
BOG-ის გზავნილების გათამაშება დაიწყო - მოიგე 1 000₾ ყოველდღე ან 10 000₾ სუპერპრიზი
TBC შეთავაზება ბიზნესებს - სალარო აპარატი და POS ტერმინალი ერთ მოწყობილობაში, უფასოდ
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)