17:33 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-11-23 09:09:58, 1266 ნახვა

ომი უკრაინაში
რუსმა ოკუპანტებმა ღამით ზაპოროჟიეს სამშობიარო განყოფილება დაბომბეს - დაიღუპა ჩვილი

რუსმა დამპყრობლებმა ზაპოროჟიეს რაიონში ვოლნიანსკის საავადმყოფოს სამშობიარო განყოფილება დაბომბეს, დაიღუპა ჩვილი,- აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ალექსანდრ სტარუხი ავრცელებს.

მისი თქმით, ადგილზე იმყოფებიან მაშველები.

„ღამით რუსმა მონსტრებმა უზარმაზარი რაკეტებით დაბომბეს ვოლნიანსკის საავადმყოფოს პატარა სამშობიარო განყოფილება. გული მწუხარებით ივსება - მოკლეს ჩვილი, რომელიც ახლახან გაჩნდა. ადგილზე მაშველები იმყოფებიან",- წერს სტარუხი.

ცნობისთვის, რუსულმა ჯარებმა ახლახან გააძლიერეს დაბომბვა ფრონტის ხაზის ქალაქებსა და სოფლებზე ხარკოვის, ზაპოროჟიეს და ხერსონის მიმართულებით. 

გარდა ამისა, გუშინ, 22 ნოემბერს სტარუხმა განაცხადა, რომ რუსების მიერ ორეხოვიეში, პურის რიგის დაბომბვას სოციალური მუშაკი ემსხვერპლა, ასევე დაშავდა ორი ​​ადამიანი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
თბილისში ყაჩაღობა მოხდა
უგულშემატკივრე ქართველ კალათბურთელებს მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე | საქართველოს ბანკი - ეროვნული საკალათბურთო ნაკრების გენერალური სპონსორი
ევროპარლამენტი: მკაფიო გზავნილი საქართველოს და თურქეთს - რეფორმების გარეშე წინ ვერ წახვალთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics