|
2022-11-22 22:13:22, 1016 ნახვა
პოლიტიკა
ხაბეიშვილი მელიას - იმედია, ჩემს სისხლიან ბანერებს არ ვიხილავთ ამ არჩევნებზე
იმედია, ჩემს სისხლიან ბანერებს არ ვიხილავთ ამ არჩევნებზე. - ამის შესახებ ლევან ხაბეიშვილმა ენმ-ს თავჯდომარის არჩევნების პროცესსა და ნიკა მელის საპასუხოდ განაცხადა. მისივე თქმით, ის მხოლოდ რუს ოლიგარქ ივანიშვიკს ებრძვის. "მე დაკავებული ვარ რუსი ოლიგარქის მხილებით. ბრძოლაში ვარ ბიძინა ივანიშვილთან, უჩა მამაცაშვილთან, რუხაძესთან და ამ კრიმინალებთან. ნიკა მელიას თუ გადაწყვეტილი აქვს, რომ ბრძოლა სხვა მიმართულებით წაიყვანოს, იმედია, ჩემს სისხლიან ბანერებს არ ვიხილავთ ამ არჩევნებზე. ჩემს უკან დგას „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერების დიდი არმია. როდესაც ამბობენ, ხაბეიშვილს ეს უჭერს მხარს? ძალიანაც გავლენიანი ყოფილა ხაბეიშვილი თუ ყველა მხარს უჭერს". - ნათქვამია განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ 9 ნოემბერს, ირაკლი ნადირაძემ რეგიონულ ლიდერებთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ნაწილი პარტიაში შიდა არჩევნების ჩატარებასა და ახალი თავმჯდომარის არჩევას ითხოვს. ლევან ხაბეიშვილმა პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე საკუთარი კანდიდატურა 16 ნოემბერს წარადგინა. ამის საპასუხოდ, პარტიის მოქმედმა თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ თქვა, რომ ეს იყო ნაჩქარევი განცხადება, რომელსაც "შორსმიმავალი გეგმები" აქვს, თუმცა მზადაა, რომ თავმჯდომარის არჩევნებში მონაწილეობა მიიღოს. თავმჯდომარის პოსტზე საკუთარი კანდიდატურა წარადგინა ნიკა მელიასთან დაპირისპირებაში მყოფმა გიორგი მუმლაძემ.
როგორც მოსკოვში - თეთრი ფურცლის დაჭერისთვის პოლიციამ აქტივისტი ნოდარი წიწარიშვილი დააკავა
საქართველოს ეროვნული ბანკი: ბანკები „თელასის“ ლარში მომსახურებას გააგრძელებენ
BOG-ის გზავნილების გათამაშება დაიწყო - მოიგე 1 000₾ ყოველდღე ან 10 000₾ სუპერპრიზი
TBC შეთავაზება ბიზნესებს - სალარო აპარატი და POS ტერმინალი ერთ მოწყობილობაში, უფასოდ
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)