22:46 - 27 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-11-22 19:31:59, 978 ნახვა

პოლიტიკა
მედია - ირანში ანტისამთავრობო აქციებში მონაწილეობის გამო, 40 უცხოეთის მოქალაქე დააკავეს

ირანში ანტისამთავრობო  აქციებში მონაწილეობის გამო, 40 უცხოეთის მოქალაქე დააკავეს. - ამის შესახებ ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.

მათივე თქმით, ამ დროისთვის დაკავებულების ეროვნება არ საჯაროვდება. 

"ირანის სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენლებმა სამშაბათს განაცხადეს, რომ ანტისამთავრობო აქციებში მონაწილეობის გამო, 40 უცხოეთის მოქალაქე დააკავეს, ამ დროისთვის დაკავებულების ეროვნება არ საჯაროვდება". - ნათქვამია განცხადებაში.

ირანში ანტისამთავრობო საპროტესტო გამოსვლები დაიწყო მას შემდეგ, რაც თეირანში მორალის პოლიციამ დააკავა ქურთი გოგონა მაჰსა ამინი. იგი ცემის შედეგად გარდაიცვალა.

მიმდინარე დემონსტრაციები ირანის რეჟიმის ყველაზე დიდი გამოწვევაა ბოლო ათწლეულის განმავლობაში. უფლებადამცველების ინფორმაციით, სულ მცირე 426 ადამიანი დაიღუპა და 17 400-ზე მეტი დააკავეს.

ირანის ხელისუფლება მკაცრად ზღუდავს საპროტესტო აქციების მედიით გაშუქებას, ისევე როგორც ინტერნეტთან წვდომას, რაც ართულებს არეულობის დეტალების დადასტურებას.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
როგორც მოსკოვში - თეთრი ფურცლის დაჭერისთვის პოლიციამ აქტივისტი ნოდარი წიწარიშვილი დააკავა
საქართველოს ეროვნული ბანკი: ბანკები „თელასის“ ლარში მომსახურებას გააგრძელებენ
BOG-ის გზავნილების გათამაშება დაიწყო - მოიგე 1 000₾ ყოველდღე ან 10 000₾ სუპერპრიზი
TBC შეთავაზება ბიზნესებს - სალარო აპარატი და POS ტერმინალი ერთ მოწყობილობაში, უფასოდ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics