23:56 - 27 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-11-20 12:14:17, 1079 ნახვა

პოლიტიკა
კობახიძე - ომის პარტიის ინტერესი აისახება EPP-ის რეზოლუციაში, ხოლო მეორე მხარეს არიან ევროპელი პოლიტიკოსები, რომელთა განცხადებებიც ობიექტურია

„გლობალური ომის პარტია საკმაოდ ძლიერია თავისი გავლენებით. მაგრამ არიან სხვა პოლიტიკოსები და სტრუქტურები, რომლებიც არ განეკუთვნებიან ომის პარტიას. შესაბამისად, მათი განცხადებებიც და გადაწყვეტილებებიც არის ობიექტური“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ გადაცემაში „აქტუალური შაბათი – მაკა ცინცაძესთან ერთად“ განაცხადა.

შეკითხვაზე, რატომ არის მკვეთრი აცდენა ევროკომისრის გზავნილებსა და ევროპარლამენტართა პოლიტიკურ ჯგუფების წარმომადგენლებს შორის, მმართველი პარტიის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ არსებობს ორი განსხვავებული ინტერესი. 

„არის გლობალური ომის პარტია და არიან სხვა პოლიტიკოსები. გლობალური ომის პარტია საკმაოდ ძლიერია თავისი გავლენებით. ვინ არიან ესენი, როგორ არიან და ა.შ. ამაზე არ დავკონკრეტდები, მაგრამ თავისი გავლენები აქვთ.  მაგრამ არიან სხვა პოლიტიკოსები და სტრუქტურები, რომლებიც არ განეკუთვნებიან ომის პარტიას. აქედან გამომდინარე, არსებობს ორი განსხვავებული ინტერესი. ერთი ინტერესი - ომის პარტიის ინტერესი აისახება EPP-ის რეზოლუციაში, აისახა სამწუხაროდ ევროპარლამენტის რეზოლუციაში, საგარეო კომიტეტის რეზოლუციაშიც. მეორე მხარეს არიან ევროპელი პოლიტიკოსები, რომლებსაც არ აქვთ ეს ინტერესი და შესაბამისად, მათი განცხადებებიც და გადაწყვეტილებებიც არის, რა თქმა უნდა ობიექტური“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ბრიტანეთის ახალი პრემიერ-მინისტრი ზელენსკის შეხვდა და მას „100%-იანი“ მხარდაჭერა გამოუცხადა
როგორც მოსკოვში - თეთრი ფურცლის დაჭერისთვის პოლიციამ აქტივისტი ნოდარი წიწარიშვილი დააკავა
საქართველოს ეროვნული ბანკი: ბანკები „თელასის“ ლარში მომსახურებას გააგრძელებენ
BOG-ის გზავნილების გათამაშება დაიწყო - მოიგე 1 000₾ ყოველდღე ან 10 000₾ სუპერპრიზი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics