20:31 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-11-19 11:56:16, 1719 ნახვა

ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში მობილიზაცია გრძელდება

ომის შესწავლის ამერიკული ინსტიტუტის (ISW) ცნობით, რუსეთის ხელისუფლება ემზადება ფარული მობილიზაციის გასაგრძელებლად საშემოდგომო გაწვევების სახით. ექსპერტების აზრით, ეს დამატებით ტვირთს შეუქმნის ისედაც გადატვირთულ რუსულ აპარატს სამხედრო რეზერვის ფორმირებისთვის.

18 ნოემბერს რუსული ტელეგრამის არხები აქტიურად განიხილავდნენ ნიშნებს, რომ კრემლი ემზადებოდა მობილიზაციის მეორე ტალღისთვის. კერძოდ, მათ ინტერნეტში გაავრცელეს გამოძახების სურათი, რომელიც მიიღო პეტერბურგელმა, მას დაევალა გამოცხადებულიყო მობილიზაციაზე 2023 წლის იანვარში, ვლადიმერ პუტინის განცხადების საწინააღმდეგოდ, რომ ნაწილობრივი მობილიზაცია დასრულდება 31 ოქტომბერს, წერს ISW.

ცხადია, რუსეთის ხელისუფლებას სრულად არ შეუწყვეტია სამობილიზაციო საქმიანობა, რაც იმას ნიშნავს, რომ მობილიზებულთა გარკვეული რაოდენობა კვლავ წვევამდელებთან ერთად გადის წვრთნას.

ეს, სავარაუდოდ, გამოიწვევს მობილიზებულ და წვევამდელთა მომზადების კიდევ უფრო დაბალ ხარისხს. მობილიზაციის მორიგი ტალღა უახლოეს თვეებში მხოლოდ გააუარესებს სიტუაციას და, სავარაუდოდ, რუსული ჯარების საერთო ხარისხს, რომლებიც განლაგდებიან უკრაინის ფრონტის ხაზზე, ამბობენ ექსპერტები.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
5 ივლისი გაორმაგების დღეა - მომხმარებლებს 500-ზე მეტ პარტნიორ ობიექტში 50%-იანი ფასდაკლება დახვდებათ
რა წერია OHCHR-ის ანგარიშში 2025 წელს საქართველოში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
თბილისში ყაჩაღობა მოხდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics