|
2022-11-18 17:52:09, 1133 ნახვა
პოლიტიკა
ღარიბაშვილი - ასეთი დასუსტებული, დაქსაქსული, დეგრადირებული რადიკალური ოპოზიცია მე არ მინახავს ათი წელია
ასეთი დასუსტებული, დაქსაქსული, დეგრადირებული რადიკალური ოპოზიცია მე არ მინახავს ათი წელია, ისევე, როგორც „ქართული ოცნება" ასეთი ერთიანი და ერთ მუშტად შეკრული, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, სადაც მთავრობის მეთაური ინტერპელაციის წესით იმყოფება. ღარიბაშვილის თქმით, ოპოზიციის ერთადერთი ხსნაა, თავმჯდომარედ ხაბეიშვილი აირჩიონ. „პირველ რიგში, მე მინდა, ყველას მადლობა გადაგიხადოთ. აქვე არ შემიძლია არ ვთქვა კიდევ ერთხელ, რომ ჩვენი არაერთგზის მცდელობისა, რომ რაიმენაირად შეგვეცვალა ჩვენი რადიკალური ოპოზიციის ეს ანტისახელმწიფოებრივი, მტრული დამოკიდებულება ჩვენი ქვეყნის მიმართ, ჩვენ კარგად ვიცით, რომ ეს არის უტოპია და ყველა ჩვენი მცდელობა დასრულდა უშედეგოდ. ამიტომ, მე, ყოველგვარი ემოციებისა და ენერგიის დახარჯვის გარეშე ვაცხადებ, რომ არ ვაპირებ, რომ თქვენ გიპასუხოთ სათითაოდ, იმიტომ, რომ თქვენს დემაგოგიას და თქვენს სიცრუეს, თქვენს ცილისწამებას და თქვენს ფარისევლობას ჩვენ ვუპირისპირებთ სიმართლეს და სიმართლე არის ერთი, სიმართლე არის შემდეგი, რომ ჩვენ თქვენგან განსხვავებით, ვემსახურებით საქართველოს. თქვენ მინდა დაგისვათ კიდევ ერთი კითხვა, გააცნობიეროთ კიდევ ერთხელ, ვის ემსახურებით. ასეთი დასუსტებული, დაქსაქსული, დეგრადირებული რადიკალური ოპოზიცია მე არ მინახავს ათი წელია, ისევე, როგორც „ქართული ოცნება" ასეთი ერთიანი და ერთ მუშტად შეკრული, რა არის საწინდარი და საძირკველი ჩვენი ქვეყნის განვითარების. ერთადერთი ხსნა გაქვთ ოპოზიციის წარმომადგენლებო, რომ აირჩიოთ კლოუნი ხაბეიშვილი თავმჯდომარედ. დიდი გამოწვევაა, მაგრამ ეს არის თქვენი ხსნა", - განაცხადა პრემიერმა.
ბრიტანეთის ახალი პრემიერ-მინისტრი ზელენსკის შეხვდა და მას „100%-იანი“ მხარდაჭერა გამოუცხადა
როგორც მოსკოვში - თეთრი ფურცლის დაჭერისთვის პოლიციამ აქტივისტი ნოდარი წიწარიშვილი დააკავა
საქართველოს ეროვნული ბანკი: ბანკები „თელასის“ ლარში მომსახურებას გააგრძელებენ
BOG-ის გზავნილების გათამაშება დაიწყო - მოიგე 1 000₾ ყოველდღე ან 10 000₾ სუპერპრიზი
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)