|
2022-11-18 13:04:55, 909 ნახვა
პოლიტიკა
პრემიერი - ევროპარლამენტის რეზოლუცია იყო ანტისახელმწიფოებრივი, ანტიქართული, სამარცხვინო და უსამართლო
ევროპარლამენტის რეზოლუცია იყო ანტისახელმწიფოებრივი, ანტიქართული, სამარცხვინო და უსამართლო,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ოპოზიციამ ყველაფერი გააკეთა იმისთვის,რომ ევროპარლამენტის წევრთა უმრავლესობა დაერწმუნებინა, რათა ქვეყანას კანდიდატის სტტუსი არ მიეღო. "ევროპარლამენტის რეზოლუცია იყო ანტისახელმწიფოებრივი, ანტიქართული, სამარცხვინო და უსამართლო. მაშინ როცა, წარმოიდგინეთ, ევროკავშირის წევრ ქვეყნებს, უნდა მიეღოთ ისტორიული გადაწყვეტილება და ჩვენ არ ვიცოდით, მოგვცემდნენ თუ არა სტატუსს, რა უნდა გაეკეთებინა ნებისმიერ პატრიოტ მოქალაქეს და მითუმეტეს პოლიტიკოსს, რა მნიშვნელობა აქვს ის პოზიციაშია თუ ოპოზიციაში, რა თქმა უნდა ყველაფერი უნდა გაეკეთებინა მთავრობასთან ერთად რომ მიგვეღო ეს სტატუსი. ახლა, როგორ მოიქცა ჩვენი ძვირფასი ოპოზიცია. ყველაფერი გააკეთეს იმისთვის,რომ მთავარ ლობისტებთან ერთად დაარწმუნეს ევროპარლამენტის წევრთა უმრავლესობამ და ამ შემთხვევაში, მათ დედა პარტიის უმრავლესობამ და ევროპული საბჭოს ისტორიულ გადაწყვეტილებამდე ორი კვირით ადრე, მიაღებინეს ქვეყნისთვის საწინააღმდეგო გადაწყვეტილება. პირდაპირ, მიზეზი მიართვეს ლანგრით, რომ დაესაჯათ საქართველო",- განაცხადა ღარიბაშვილმა. ცნობისთვის, დღეს საქართველოს პარლამენტში ინტერპელაციის წესით პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს უსმენენ. პრემიერ-მინისტრი ოპოზიციონერი დეპუტატების: გიორგი ვაშაძის, პაატა მანჯგალაძის, თეონა აქუბარდიას, ხათუნა სამნიძის, ტარიელ ნაკაიძის, თამარ კორძაიას, როსტომ ჩხეიძის და ნატო ჩხეიძის მიერ გაგზავნილ კითხვებს უპასუხებს. შეკითხვები საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებას და „ქართული ოცნებისა“ და „ხალხის ძალის“ დეპუტატების მიერ გაკეთებულ განცხადებებს შეეხება.
ბრიტანეთის ახალი პრემიერ-მინისტრი ზელენსკის შეხვდა და მას „100%-იანი“ მხარდაჭერა გამოუცხადა
როგორც მოსკოვში - თეთრი ფურცლის დაჭერისთვის პოლიციამ აქტივისტი ნოდარი წიწარიშვილი დააკავა
საქართველოს ეროვნული ბანკი: ბანკები „თელასის“ ლარში მომსახურებას გააგრძელებენ
BOG-ის გზავნილების გათამაშება დაიწყო - მოიგე 1 000₾ ყოველდღე ან 10 000₾ სუპერპრიზი
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)