|
2022-11-18 12:48:51, 1055 ნახვა
პოლიტიკა
ვაშაძე ხელისუფლებას - თქვენი არჩევანი არის რუსეთის მონობა და ლაჩრობა, ხოლო ჩვენი - ღირსეული, ძლიერი საქართველო
თქვენი არჩევანი, ვინც აქ ხართ უმრავლესობის წარმომადგენლები, არის რუსეთის მონობის არჩევანი,- ამის შესახებ "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისი თქმით, ხელისუფლებაა დამნაშავე იმაში, რომ ქვეყანამ ევროკავშირის კანდიდატობის სტატუსი ვერ მიიღო. "დღეს საქართველო დგას ისტორიული არჩევანის წინაშე - ან ძლიერი ერთიანი საქართველო ან დამონებული, რუსეთის სატელიტი სახელმწიფო. თქვენი არჩევანი, ვინც აქ ხართ უმრავლესობის წარმომადგენლები, არის რუსეთის მონობის არჩევანი, ლაჩრობის არჩევანი და ჩვენი არჩევანი არის ღირსეული, ძლიერი, ერთიანი საქართველოს არჩევანი. როცა საუბრობთ დეპოლარიზაციაზე, ჩვენ, ოპოზიციამ, ბოლო ვიზიტის დროს, შემოგთავაზეთ კონკრეტული გეგმა, თუ როგორ შეგვეძლო კანდიდატის სტატუსი მიგვეღო და ისევ ჩვენკენ იშვერთ ხელს?! ის მოღალატეობრივი ქმედებები, რამაც აგვაცილა ევროკავშირის კანდიდატობის სტატუსს და თქვენ ხართ დამნაშავე ამაში",- განაცხადა ვაშაძემ. ცნობისთვის, დღეს საქართველოს პარლამენტში ინტერპელაციის წესით პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს უსმენენ. პრემიერ-მინისტრი ოპოზიციონერი დეპუტატების: გიორგი ვაშაძის, პაატა მანჯგალაძის, თეონა აქუბარდიას, ხათუნა სამნიძის, ტარიელ ნაკაიძის, თამარ კორძაიას, როსტომ ჩხეიძის და ნატო ჩხეიძის მიერ გაგზავნილ კითხვებს პასუხობს. შეკითხვები საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებას და „ქართული ოცნებისა“ და „ხალხის ძალის“ დეპუტატების მიერ გაკეთებულ განცხადებებს შეეხება.
ბრიტანეთის ახალი პრემიერ-მინისტრი ზელენსკის შეხვდა და მას „100%-იანი“ მხარდაჭერა გამოუცხადა
როგორც მოსკოვში - თეთრი ფურცლის დაჭერისთვის პოლიციამ აქტივისტი ნოდარი წიწარიშვილი დააკავა
საქართველოს ეროვნული ბანკი: ბანკები „თელასის“ ლარში მომსახურებას გააგრძელებენ
BOG-ის გზავნილების გათამაშება დაიწყო - მოიგე 1 000₾ ყოველდღე ან 10 000₾ სუპერპრიზი
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)