|
2022-11-17 22:15:45, 991 ნახვა
პოლიტიკა
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი ნენსი პელოსი თანამდებობას ტოვებს
აშშ-ს წარმომადგენლობითი პალატის ხელმძღვანელმა ნენსი პელოსიმ განაცხადა, რომ იგი აღარ უხელმძღვანელებს დემოკრატიული პარტიას და ამრიგად სპიკერის თანამდებობას ტოვებს. პელოსიმ ასეთი განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც შუალედური არჩევნების შემდეგ ცნობილი გახდა, რომ ქვედა პალატაში ადგილების უმრავლესობა რესპუბლიკელებმა მიიღეს. პელოსიმ თქვა, რომ დადგა დრო, დემოკრატებს პარტია „ახალი თაობის“ წარმომადგენლებმა წარმართონ. - „მადლობელი ვარ, რომ ამდენი ადამიანი მზად არის აიღოს ეს უზარმაზარი პასუხისმგებლობა“, - დასძინა მან. ამავდროულად, 82 წლის პელოსიმ განაცხადა, რომ აპირებს კონგრესში მუშაობის გაგრძელებას. პელოსი 2023 წლის იანვარში ახალი კონგრესის დაწყებამდე სპიკერად იმუშავებს. 2022 წლის ნოემბერში ჩატარებული შუალედური კონგრესის არჩევნებში პელოსი სან-ფრანცისკოდან ხელახლა აირჩიეს კიდევ ერთი ვადით. ნენსი პელოსი პირველად გახდა დემოკრატიული პარტიის ლიდერი აშშ-ს პარლამენტის ქვედა პალატაში 2003 წელს. იგი არის პირველი ქალი ისტორიაში, რომელიც ხელმძღვანელობდა საპარლამენტო ფრაქციას ორი ძირითადი ამერიკული პარტიიდან. 2007 წელს პელოსი პირველი ქალია, რომელიც პარლამენტის თავმჯდომარე გახდა. იგი პოსტს 2011 წლამდე იკავებდა, შემდეგ კი ამავე თანამდებობაზე 2019 წელს დაუბრუნდა, როდესაც დემოკრატებმა კვლავ მოიპოვეს კონგრესში ადგილების უმრავლესობა. 2022 წლის ოქტომბერში ნენსი პელოსის ქმარს თავს დაესხნენ, CNN-თან ინტერვიუში მან თქვა, რომ მომხდარმა შეიძლება გავლენა მოახდინოს მის გადაწყვეტილებაზე გააგრძელოს ან დაასრულოს პოლიტიკური კარიერის შესახებ.
ბრიტანეთის ახალი პრემიერ-მინისტრი ზელენსკის შეხვდა და მას „100%-იანი“ მხარდაჭერა გამოუცხადა
როგორც მოსკოვში - თეთრი ფურცლის დაჭერისთვის პოლიციამ აქტივისტი ნოდარი წიწარიშვილი დააკავა
საქართველოს ეროვნული ბანკი: ბანკები „თელასის“ ლარში მომსახურებას გააგრძელებენ
BOG-ის გზავნილების გათამაშება დაიწყო - მოიგე 1 000₾ ყოველდღე ან 10 000₾ სუპერპრიზი
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)