|
2022-11-16 19:49:04, 757 ნახვა
პოლიტიკა
მამუკა მდინარაძე - ოლივერ ვარჰეი ორბანის პარტია „ფიდესის“ წევრი არასდროს ყოფილა
ოლივერ ვარჰეი ორბანის პარტია „ფიდესის“ წევრი არასდროს ყოფილა, თუ მე არ ვცდები, შეგიძლიათ გადაამოწმოთ - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, „ლელოს“ წევრის სალომე სამადაშვილის განცხადების კომენტირებისას. მისივე თქმით, როგორც კი საქართველოზე კარგი თქვა ჩვენმა პარტნიორმა და ამ ქვეყნის მეგობარმა, მას იმ წუთას თავს დაესხნენ. „ძალიან ნიშანდობლივია ერთი ამბავი, გადაამოწმეთ, შეიძლება ვცდებოდე, მაგრამ როგორც მახსენდება, ოლივერ ვარჰეი ორბანის პარტია „ფიდესის“ წევრი არასდროს ყოფილა, თუ მე არ ვცდები, შეგიძლიათ გადაამოწმოთ. ამ შემთხვევაში ფეიკზე ააწყეს ლოგიკა, სამადაშვილმა, აქაც თუ არ ვცდები და თუ ის საუბრობს, ჯერ ერთი, რა პრობლემა იქნებოდა დაუშვათ ისედაც, მაგრამ, მაინც აქაც ტყუილი დაჭირდათ იმისთვის, რომ მიეკერებინათ რომელიმე პარტიისთვის. მე როგორც მახსოვს, „ფიდესის“ წევრი არ უნდა ყოფილიყო ვარჰეი, მაგრამ ამასაც არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, ყველა შემთხვევაში საბოლოო ჯამში შედეგი ვიხილეთ ის, რომ როგორც კი საქართველოზე კარგი თქვა ადამიანმა, ჩვენმა პარტნიორმა და ამ ქვეყნის მეგობარმა, იმ წუთას მოახდინეს მასზე თავდასხმა“ - განაცხადა მამუკა მდინარაძემ. მისივე თქმით, ვიზა ლიბერალიზაციის დროს ოპოზიცია საქართველოს წინააღმდეგ მოქმედებდა და გუშინ ეს ღია ეთერში დაადასტურეს - პირდაპირ ეთერში თავს დაესხნენ ადამიანს, რომელმაც საქართველოზე თქვა კარგი.
ბრიტანეთის ახალი პრემიერ-მინისტრი ზელენსკის შეხვდა და მას „100%-იანი“ მხარდაჭერა გამოუცხადა
როგორც მოსკოვში - თეთრი ფურცლის დაჭერისთვის პოლიციამ აქტივისტი ნოდარი წიწარიშვილი დააკავა
საქართველოს ეროვნული ბანკი: ბანკები „თელასის“ ლარში მომსახურებას გააგრძელებენ
BOG-ის გზავნილების გათამაშება დაიწყო - მოიგე 1 000₾ ყოველდღე ან 10 000₾ სუპერპრიზი
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)