|
2022-11-16 19:43:15, 813 ნახვა
პოლიტიკა
დუდა - უკრაინელები თავდასაცავად ისროდნენ რაკეტებს და ერთ-ერთი მათგანი პოლონეთის ტერიტორიაზე ჩამოვარდა
უკრაინელები თავდასაცავად ისროდნენ რაკეტებს და ერთ-ერთი მათგანი პოლონეთის ტერიტორიაზე ჩამოვარდა. - ამის შესახებ ინფორმაციას Associated Press პოლონეთის პრეზიდენტის, ანდჟეი დუდას განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს. მათივე თქმით, გამოძიებას არანაირი საბაბი არ აქვს იმისთვის, რომ რაკეტის ჩამოვარდნა პოლონეთზე მიზანმიმართულ თავდასხმად შეაფასოს. "ჩვენს მიერ შეგროვებული მტკიცებულებების უმეტესობა გვაჩვენებს, რომ ნატოს არ სჭირდება მე-4 მუხლის ამოქმედება, თუმცა ეს ინსტრუმენტი კვლავ ჩვენს ხელში რჩება". - ნათქვამია განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ 15 ნოემბერს, უკრაინის ტერიტორიაზე მიმდინარე მასიური სარაკეტო თავდასხმისას, პოლონეთში 2 რუსული რაკეტა ჩამოვარდა, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა. შემთხვევა უკრაინის საზღვრიდან 65 კილომეტრში მდებარე ფერმაში მოხდა. პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაადასტურა ქვეყნის ტერიტორიაზე რუსული რაკეტის ჩამოვარდნა და გამოიძახა რუსეთის ფედერაციის ელჩი. ამავე დროს, პოლონეთის პრეზიდენტმა დუდამ განაცხადა, რომ ამჟამად არ არსებობს „დამაჯერებელი მტკიცებულება იმის შესახებ, თუ ვინ გაუშვა ეს რაკეტა“. რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტრო ტრადიციულად უარყოფს თავდასხმაში მონაწილეობას. პოლონეთის მოთხოვნით, ნატო-ს ელჩები, 16 ნოემბერს, ალიანსის მე-4 მუხლის საფუძველზე, შეხვდრას გამართავენ.
ბრიტანეთის ახალი პრემიერ-მინისტრი ზელენსკის შეხვდა და მას „100%-იანი“ მხარდაჭერა გამოუცხადა
როგორც მოსკოვში - თეთრი ფურცლის დაჭერისთვის პოლიციამ აქტივისტი ნოდარი წიწარიშვილი დააკავა
საქართველოს ეროვნული ბანკი: ბანკები „თელასის“ ლარში მომსახურებას გააგრძელებენ
BOG-ის გზავნილების გათამაშება დაიწყო - მოიგე 1 000₾ ყოველდღე ან 10 000₾ სუპერპრიზი
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)