03:29 - 28 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-11-16 19:31:22, 768 ნახვა

პოლიტიკა
ბრიტანეთმა უსაფრთხოების გამო, 2022 წელს 100-ზე მეტ რუს დიპლომატს ვიზაზე უარი განუცხადა

დიდი ბრიტანეთის ხელისუფლებამ, უსაფრთხოების მიზეზების გამო, 2022 წელს 100-ზე მეტ რუსი დიპლომატისთვის ვიზის გაცემაზე უარი განაცხადა. - ამის შესახებ ბრიტანეთის კონტრდაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელმა, კენ მაკკალუმმა განაცხადა.

მისივე თქმით, მიმდინარე წელს ევროპულმა ქვეყნებმა გააძევეს რუსეთის ხელისუფლების 600-მდე წარმომადგენელი.

"დიდი ბრიტანეთის ხელისუფლებამ, უსაფრთხოების მიზეზების გამო, 2022 წელს 100-ზე მეტ რუსი დიპლომატისთვის ვიზის გაცემაზე უარი განაცხადა, წელს ევროპულმა ქვეყნებმა გააძევეს რუსეთის ხელისუფლების 600-მდე წარმომადგენელი, რომელთაგან უმეტესობა, სავარაუდოდ, რუსეთის სპეცსამსახურებში მუშაობდა". - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ 15 ნოემბერს, უკრაინის ტერიტორიაზე მიმდინარე მასიური სარაკეტო თავდასხმისას, პოლონეთში 2 რუსული რაკეტა ჩამოვარდა, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა. შემთხვევა უკრაინის საზღვრიდან 65 კილომეტრში მდებარე ფერმაში მოხდა.

პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაადასტურა ქვეყნის ტერიტორიაზე რუსული რაკეტის ჩამოვარდნა და გამოიძახა რუსეთის ფედერაციის ელჩი. ამავე დროს, პოლონეთის პრეზიდენტმა დუდამ განაცხადა, რომ ამჟამად არ არსებობს „დამაჯერებელი მტკიცებულება იმის შესახებ, თუ ვინ გაუშვა ეს რაკეტა“.

რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტრო ტრადიციულად უარყოფს თავდასხმაში მონაწილეობას.

პოლონეთის მოთხოვნით, ნატო-ს ელჩები, 16 ნოემბერს, ალიანსის მე-4 მუხლის საფუძველზე, შეხვდრას გამართავენ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ბრიტანეთის ახალი პრემიერ-მინისტრი ზელენსკის შეხვდა და მას „100%-იანი“ მხარდაჭერა გამოუცხადა
როგორც მოსკოვში - თეთრი ფურცლის დაჭერისთვის პოლიციამ აქტივისტი ნოდარი წიწარიშვილი დააკავა
საქართველოს ეროვნული ბანკი: ბანკები „თელასის“ ლარში მომსახურებას გააგრძელებენ
BOG-ის გზავნილების გათამაშება დაიწყო - მოიგე 1 000₾ ყოველდღე ან 10 000₾ სუპერპრიზი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics