21:58 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-11-15 22:33:21, 1876 ნახვა

ომი უკრაინაში
სანდუ - კრემლმა უკრაინის მიმართულებით რეკორდული რაოდენობის რაკეტა გაუშვა, ვგმობთ ყველაზე ძლიერ თავდასხმას

კრემლის რეჟიმმა დღეს უკრაინის მიმართულებით რეკორდული რაოდენობის რაკეტა გაუშვა, მკაცრად ვგმობთ ომის დაწყებიდან დღემდე ყველაზე ძლიერ თავდასხმას.- ამის შესახებ მოლდოვის პრეზიდენტმა, მაია სანდუმ განაცხადა.

მისივე თქმით, რუსეთი უკრაინაში ენერგეტიკულ ობიექტებს ესხმის, რაც ომის დიდი დანაშაულია.

„კრემლის რეჟიმმა დღეს უკრაინის მიმართულებით რეკორდული რაოდენობის, 100 რაკეტა გაუშვა. ისინი მოხვდა სამოქალაქო და ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურას, საფრთხეში ჩააგდო ათასობით ადამიანის სიცოცხლე. ჩვენ მკაცრად ვგმობთ ამ თავდასხმას – უკრაინაში ომის დაწყებიდან დღემდე ყველაზე ძლიერი თავდასხმას.უკრაინაში რუსეთის თავდასხმამ ასევე გამოიწვია იმ ხაზის ავტომატური გათიშვა, რომლითაც ჩვენს ქვეყანას მიეწოდება ელექტროენერგიაა, ამისთვის ათასობით მოქალაქე ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი. მადლობას ვუხდი ყველა ადამიანს, ვისაც ახლა დენი არ მიწოდება, სიმშვიდისა და გაგებისთვის. სპეციალისტები საგანგებო რეჟიმში მუშაობენ, რათა ელექტროენერგიის მიწოდება რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს“. - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ,რომ უკრაინის 15 რეგიონში საჰაერო განგაში გამოცხადდა. კრივი რიჰსა და მიკოლაევის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელების ინფორმაციით, რუსი ოკუპანტები რაკეტებს ისვრიან.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
5 ივლისი გაორმაგების დღეა - მომხმარებლებს 500-ზე მეტ პარტნიორ ობიექტში 50%-იანი ფასდაკლება დახვდებათ
რა წერია OHCHR-ის ანგარიშში 2025 წელს საქართველოში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
თბილისში ყაჩაღობა მოხდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics