|
2022-11-15 19:03:30, 1016 ნახვა
პოლიტიკა
ხერხეულიძე - მიშა მარცხენა სახსარს ვერ ამოძრავებს, იყვნენ ტრავმატოლოგები მასთან და გაიარეს კონსულტაცია
მიშა მარცხენა სახსარს ვერ ამოძრავებს, იყვნენ ტრავმატოლოგები მასთან და გაიარეს კონსულტაცია. - ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ლიდერმა, ეკა ხერხეულიძემ განაცხადა. მისივე თქმით, მიშა შვებას ვერ ნახულობს, ვერც ტკივილის გაუმჯობესების თვალსაზრისით, ვერც ტემპერატურის კლების თვალსაზრისით. "ყოველდღიურად კიდევ უფრო უარესდება მდგომარეობა იმიტომ, რომ ადამიანი შვებას ვერ ნახულობს, ვერც ტკივილის გაუმჯობესების თვალსაზრისით, ვერც ტემპერატურის კლების თვალსაზრისით. ახლა წონის დაკლებაზე აღარ ვსაუბრობ, იცით ეს ისედაც ყველამ. ადამიანი არის წოლით რეჟიმზე, ის ვერ გადაადგილდება დამოუკიდებლად, მარცხენა სახსარს ვერ ამოძრავებს ადამიანი. უჭირს, ამის გამო იყვნენ დამატებით ტრავმატოლოგები მასთან შესულები და გაიარეს კონსულტაცია, რა კვლევებიც არსებობს, ამ კვლევებზე, რა თქმა უნდა ექიმები ესაუბრებიან, მაგრამ ეს არ არის საბოლოო დასკვნითი ნაწილი, რაზეც შეიძლება მიიღონ გადაწყვეტილება და თქვან მკაფიო დიაგნოზი და რა მდგომარეობაა ახლა". - ნათქვამია განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტის ადვოკატის, შალვა ხაჭაპურიძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილს მარცხენა ხელი ატროფირებული აქვს და ძნელად ამოძრავებს.
ბრიტანეთის ახალი პრემიერ-მინისტრი ზელენსკის შეხვდა და მას „100%-იანი“ მხარდაჭერა გამოუცხადა
როგორც მოსკოვში - თეთრი ფურცლის დაჭერისთვის პოლიციამ აქტივისტი ნოდარი წიწარიშვილი დააკავა
საქართველოს ეროვნული ბანკი: ბანკები „თელასის“ ლარში მომსახურებას გააგრძელებენ
BOG-ის გზავნილების გათამაშება დაიწყო - მოიგე 1 000₾ ყოველდღე ან 10 000₾ სუპერპრიზი
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)