|
2022-11-14 17:06:16, 906 ნახვა
პოლიტიკა
ღუდუშაური „ნაცმოძრაობაზე“ - ელოდებიან მოწყალებას, ვინ უფრო მეტს ფულს მიიღებს, ამის გამო აქვთ არეულობა
იქ, სადაც ხაბეიშვილი და მსგავსი პერსონაჟები იბრძვიან, ხელით ეხებიან თუ სცემენ ერთმანეთს, პარტიის ბედი წინასწარ არის გადაწყვეტილი - ამის შესახებ "ქართული ოცნების" დეპუტატმა, ალუდა ღუდუშაურმა "ნაციონალურ მოძრაობაში" მიმდინარე პროცესების შეფასაბისას განაცხადა. ღუდუშაურის თქმით, პარტიაში შიდა არეულობის მიზეზი ქონების და ძალაუფლების ვერ გაყოფა ხდება. "იქ სადაც ხაბეიშვილი და მსგავსი პერსონაჟები იბრძვიან,ხელით ეხებიან ერთმანეთს თუ სცემენ ერთმანეთს,ნიკა მელია იქნება თუ სხვები ამ პარტიის ბედი არის გადაწყვეტილი. ხელგაშლილები ელოდებიან დამფინანსებლებისგან მოწყალებას, ვინ უფრო მეტს ფულს მიიღებს, ამისთვის ხდება მათთან შიდა არეულობა. მათგან მოსახლეობა იღებდა მხოლოდ წნეხს, შანტაჟს და ქვეყანა იღებდა ობსტრუქციას" - განაცხადა ღუდუშაურმა. შეგახსენებთ, რომ 9 ნოემბერს, ირაკლი ნადირაძემ რეგიონულ ლიდერებთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ნაწილი პარტიაში შიდა არჩევნების ჩატარებასა და ახალი თავმჯდომარის არჩევას ითხოვს. ამის საპასუხოდ, პარტიის მოქმედმა თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ თქვა, რომ ეს იყო ნაჩქარევი განცხადება, რომელსაც "შორსმიმავალი გეგმები" აქვს, თუმცა მზადაა, რომ თავმჯდომარის არჩევნებში მონაწილეობა მიიღოს. თავმჯდომარის პოსტზე საკუთარი კანდიდატურა წარადგინა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, გიორგი ჩალაძემ და ნიკა მელიასთან დაპირისპირებაში მყოფმა გიორგი მუმლაძემ.
ბრიტანეთის ახალი პრემიერ-მინისტრი ზელენსკის შეხვდა და მას „100%-იანი“ მხარდაჭერა გამოუცხადა
როგორც მოსკოვში - თეთრი ფურცლის დაჭერისთვის პოლიციამ აქტივისტი ნოდარი წიწარიშვილი დააკავა
საქართველოს ეროვნული ბანკი: ბანკები „თელასის“ ლარში მომსახურებას გააგრძელებენ
BOG-ის გზავნილების გათამაშება დაიწყო - მოიგე 1 000₾ ყოველდღე ან 10 000₾ სუპერპრიზი
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)