06:02 - 28 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-11-14 14:07:31, 993 ნახვა

პოლიტიკა
ბურჭულაძე - ვგეგმავთ, კიდევ უფრო გავზარდოთ წარმადობა და შემდეგი პრიორიტეტი გახდება კომერციალიზაცია

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა  ტელეკომპანია „რუსთავი 2“- ის გადაცემაში „ბიზნესი რუსთავი 2-ზე“, ეროვნულ სამხედრო მრწეველობაზე საუბრისას,  ყურადღება ჯავშანტექნიკისა და ჯავშანჟილეტების წარმოებაზე გაამახვილა. 

მინისტრის ინფორმაციით, საქართველოს თავდაცვის ძალებს უკვე გადაეცა ქართული, სსსტც „დელტას“ წარმოების სხვადასხვა დანიშნულებისა და ტიპის  ჯავშანმანქანები, უახლოეს მომავალში კი, თავდაცვის ძალები რვა ერთეული სამედიცინო საევაკუაციო  ჯავშანმანქანით აღიჭურვება.

 „2008 წელს შეიქმნა „დიდგორის“ ტიპის მანქანები და არცერთი ავტომანქანა არ ჰქონია მიღებული თავდაცვის ძალებს. მსხვილი მიღება თავდაცვის ძალებში  2019 წელს მოხდა, მას შემდეგ ჩვენ გავაგრძელეთ ეს პროცესი. დავეწიეთ სხვადასხვა ჩამორჩენას, რაც 2019 წლიდან  ჰქონდა ჩვენს საწარმოებს; პრობლემა, პრინციპში აღმოფხვრილია, თუმცა ვგეგმავთ, რომ გავაფართოვოთ  სხვადასხვა მიმართულება, პროცესი გაგრძელდება“, - აღნიშნა ჯუანშერ ბურჭულაძემ და განაცხადა, რომ  ეროვნული სამხედრო წარმოების საქმეში, თავდაცვის უწყების მომდევნო პრიორიტეტი ქართული პროდუქციის კომერციალიზაცია იქნება.

თავდაცვის მინისტრმა გადაცემაში ადგილობრივი  ჯავშანჟილეტებისა და ჯავშანჩაფხუტების წარმოებაზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ  ეს პროცესიც განგრძობითია და ხარისხის გაუმჯობესებასა და  წარმოების გაფართოებაზეა ორიენტირებული.

 „რაც შეეხება შეჯავშნულ მანქანებს, იყო რამდენიმე დეფექტი, რომელიც გამოვასწორეთ, კიდევ უფრო დავხვეწეთ, შევამსუბუქეთ, რომ უფრო ხარისხიანი და მარტივი იყოს ოპერირება. ჯავშანჩაფხუტებისა და ჟილეტების მიმართულებით ჩვენ ტექნოლოგია შევცვალეთ და  უფრო გავაუმჯობესეთ“, - განაცხდა ჯუანშერ ბურჭულაძემ.

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ბრიტანეთის ახალი პრემიერ-მინისტრი ზელენსკის შეხვდა და მას „100%-იანი“ მხარდაჭერა გამოუცხადა
როგორც მოსკოვში - თეთრი ფურცლის დაჭერისთვის პოლიციამ აქტივისტი ნოდარი წიწარიშვილი დააკავა
საქართველოს ეროვნული ბანკი: ბანკები „თელასის“ ლარში მომსახურებას გააგრძელებენ
BOG-ის გზავნილების გათამაშება დაიწყო - მოიგე 1 000₾ ყოველდღე ან 10 000₾ სუპერპრიზი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics