|
2022-11-14 09:55:14, 1591 ნახვა
მსოფლიო
ირანის სასამართლომ საპროტესტო აქციების ერთ-ერთ მონაწილეს სიკვდილით დასჯა მიუსაჯა
თეირანის სასამართლომ 22 წლის მაჰსა ამინის გარდაცვალების შემდეგ, ქვეყანაში დაწყებული საპროტესტო აქციების ერთ-ერთ მონაწილეს სიკვდილით დასჯა მიუსაჯა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ირანული სასამართლო პორტალი „Misan Online“ ავრცელებს. პორტალზე არ ვრცელდება მსჯავრდებულის ვინაობის ან სქესის დადგენის დეტალები, თუმცა მითითებულია, რომ იგი დამნაშავედ იქნა ცნობილი მთავრობის შენობისთვის ცეცხლის წაკიდების, საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევისა და „ეროვნული უსაფრთხოებისთვის საფრთხის შექმნის“ გამო. გარდა ამისა, მას ბრალი ედებოდა კორუფციასა და მოჰარებში - ღმერთის წინააღმდეგ ომში. ეს უკანასკნელი ირანის კანონმდებლობით კვალიფიცირებულია, როგორც განსაკუთრებით მძიმე დანაშაული და შეიძლება ისჯებოდეს სიკვდილით, თუნდაც თანმხლები ბრალდების გარეშე. აღსანიშნავია, რომ მსგავსი სასჯელი პირველი ასეთი სასჯელა დემონსტრაციების მონაწილეებისთვის. პარალელურად, თეირანში კიდევ ერთ სასამართლო სხდომაზე, ხუთ მომიტინგეს მიესაჯა სხვადასხვა ვადით თავისუფლების აღკვეთა. მათ ბრალი ეროვნული უსაფრთხოების წინააღმდეგ შეთქმულებაში, დანაშაულის ჩადენაში საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევაში ედებათ. ბრალდებულებს 5-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ, ამასთან, მათ აქვთ გასაჩივრების უფლება. ირანში ანტისამთავრობო დემონსტრაციები სექტემბრის შუა რიცხვებში, 22 წლის გოგონას გარდაცვალების შემდეგ დაიწყო, რომელიც თეირანში მორალის პოლიციამ ჰიჯაბის არასწორად ტარებისთვის დააკავა და ის რამდენიმე დღის შემდეგ გარდაიცვალა. პოლიციის მტკიცებით, გოგონა სადგურზე ცუდად გახდა, საიდანაც იგი საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც მალევე გარდაიცვალა. ამასთან, ახლობლების თქმით, გარდაცვალების მიზეზი სასტიკი მოპყრობა და ცემა გახდა. შეუჩერებელ აქციებთან დაკავშირებით, რომლებიც ქვეყნის ასამდე ქალაქში იმართება, ოქტომბრის ბოლოსთვის, მხოლოდ თეირანში ბრალი 315 ადამიანს წაუყენეს. მათ ბრალი ეროვნული უსაფრთხოების წინააღმდეგ შეთქმულებაში, ხელისუფლების წინააღმდეგ პროპაგანდაში და საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევაში ედებათ. გარდა ამისა, უფლებადამცველებმა ასევე დემონსტრანტების გატაცებისა და მათ ნათესავებზე ზეწოლის შესახებ განაცხადეს. ზოგიერთ "აჯანყებულს", სხვა ბრალდებებთან ერთად, ბრალად ედება უკანონო იარაღის ტარება, სამართალდამცავების დაჭრა და საზოგადოებრივი და სამთავრობო ქონების განადგურება და ქვეყნის უსაფრთხოებისა და ისლამური სისტემის დაპირისპირების მიზნით ცეცხლის წაკიდება.
SJP-მ ფორმულას, ტვ პირველისა და პუბლიკას საქმეებზე განგაშის სიგნალი ჩართო
ცაგერის საკრებულოს დეპუტატი „ქურდული სამყაროს“ მხარდაჭერის ბრალდებით დააკავეს
მარეგულირებელი კომისიის მიერ ტვ პირველისთვის დაკისრებული სანქციის გამო, ევროსაბჭომ განგაში გამოაცხადა
ე.წ. ქურდული გარჩევების საქმეზე დაკავებული ლალო გველესიანი და სხვა პირები პატიმრობაში გაუშვეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)