|
2022-11-14 09:29:57, 1007 ნახვა
პოლიტიკა
ზარქუა - მდიდარი არასამთავრობოს მიზნები და მოცანები ვიცით რაც არის, კლანი რომ აქვთ - რევოლუცია მოამზადონ ამ ქვეყანაში
კაპიტანი გიგაურის მიზნები და ამოცანები ვიცით რაც არის და დანარჩენი ოთხი თუ ხუთი მდიდარი არასამთავრობოსი, კლანი რომ აქვთ, რომელთა ამოცანაა რევოლუცია მოამზადონ ამ ქვეყანაში - ამის შესახებ უნრავლესობის წევრმა ირაკლი ზარქუამ „იმედი LIVE“-ში განაცხადა, ევროპის ბიზნეს-ასოციაციის დამფუძნებლის და ყოფილი აღმასრულებელი დირექტორის, დევიდ ლის განცხადებაზე იმის შესახებ, რომ ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაცია კორუმპირებულია. როგორც ზარქუამ აღნიშნა, გაოცებულია, თურმე როგორ მოქმედებდა ევროკავშირის ელჩი კუბილიუსების და ფოტიგების დაკვეთით და ელოდება ევროკავშირის ახალი ელჩის განცხადებას და რეაქციას. მისივე თქმით, არ გაკვირვებია დევიდ ლის განცხადება არასამთავრობო ორგანიზაციებთან დაკავშირებით, ისინი პირდაპირ არიან ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერები და აქტივისტები. „რაც შეეხება არასამთავრობოებს, ეს არახალია, კაპიტანი გიგაურის მიზნები და ამოცანები ვიცით რაც არის და დანარჩენი ოთხი თუ ხუთი მდიდარი არასამთავრობოსი, კლანი რომ აქვთ, რომელთა ამოცანაა რევოლუცია მოამზადონ ამ ქვეყანაში. ისინი პირდაპირ არიან ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერები და აქტივისტები. ასე რომ არ გამკვირვებია. უბრალოდ გაოცებული და შოკირებული ვარ, როგორ მოქმედებდა ევროკავშირის ელჩი მათ შორის კუბილიუსების და ფოტიგების დაკვეთით თურმე მთელი ამ პერიოდის განმავლობაში. ეს არის მიუღებელი და ამასთან დაკავშირებით ველოდები ევროკავშირის ახალი ელჩის განცხადებას და რეაქციას“ - განაცხადა ირაკლი ზარქუამ.
ბრიტანეთის ახალი პრემიერ-მინისტრი ზელენსკის შეხვდა და მას „100%-იანი“ მხარდაჭერა გამოუცხადა
როგორც მოსკოვში - თეთრი ფურცლის დაჭერისთვის პოლიციამ აქტივისტი ნოდარი წიწარიშვილი დააკავა
საქართველოს ეროვნული ბანკი: ბანკები „თელასის“ ლარში მომსახურებას გააგრძელებენ
BOG-ის გზავნილების გათამაშება დაიწყო - მოიგე 1 000₾ ყოველდღე ან 10 000₾ სუპერპრიზი
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)