|
2022-11-12 12:09:07, 1422 ნახვა
პოლიტიკა
ბათუმმა მსოფლიოს სწრაფად მზარდი ტურისტული მიმართულების ტიტული მოიპოვა
ბათუმმა ტურიზმი „ოსკარი", უკვე როგორც მსოფლიოს სწრაფად მზარდმა ტურისტულმა მიმართულებამ მოიპოვა. „World Travel Awards"-ის ევროპის კონკურსის შემდეგ, ბათუმმა მსოფლიოს დაჯილდოების ცერემონიაზე ისეთი ქვეყნების ქალაქებს გაუწია კონკურენცია, როგორებიცაა საფრანგეთი, იაპონია, კოლუმბია, მექსიკა, ლაოსი, ურუგვაი, ბულგარეთი და ჩრდილოეთ ირლანდია. ბათუმისთვის ეს პირველი ჯილდოა, რომელიც ქალაქმა ტურიზმის ოსკარის მსოფლიოს დაჯილდოების ცერემონიაზე მიიღო. „World Travel Awards" -ზე მსოფლიოს საუკეთესო ტურისტული მიმართულებები, ქვეყნები, სასტუმროები, ტურისტული სააგენტოები, ტურისტული ატრაქციები და სატრანსპორტო კომპანიები დასახელდა. მასში ასობით ნომინაცია და ათასობით ნომინანტი კონტინენტებისა და ქვეყნების მიხედვით სხვადასხვა კატეგორიებში იყო გადანაწილებული. ბათუმი მსოფლიოს დაჯილდოების ცერემონიაზე წელს პირველად იყო ნომინირებული, „World Travel Awards"-ის ევროპის სწრაფად მზარდი ტურისტული მიმართულების ტიტული კი ქალაქმა შემოდგომაზე მოიპოვა, სადაც ბათუმი ასევე ოფიციალურად დასახელდა, როგორც 2023 წლის „World Travel Awards" -ის ევროპის გალა ცერემონიის მასპინძელი ქალაქი.
ბრიტანეთის ახალი პრემიერ-მინისტრი ზელენსკის შეხვდა და მას „100%-იანი“ მხარდაჭერა გამოუცხადა
როგორც მოსკოვში - თეთრი ფურცლის დაჭერისთვის პოლიციამ აქტივისტი ნოდარი წიწარიშვილი დააკავა
საქართველოს ეროვნული ბანკი: ბანკები „თელასის“ ლარში მომსახურებას გააგრძელებენ
BOG-ის გზავნილების გათამაშება დაიწყო - მოიგე 1 000₾ ყოველდღე ან 10 000₾ სუპერპრიზი
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)