|
2022-11-11 16:51:39, 1196 ნახვა
პოლიტიკა
საქართველოში ვიზიტით ნატო-ს პარტნიორობისა და თანამშრომლობითი უსაფრთხოების კომიტეტის დელეგაცია იმყოფება
საქართველოში ორდღიანი ვიზიტით ნატო-ს პარტნიორობისა და თანამშრომლობითი უსაფრთხოების კომიტეტი (PCSC) იმყოფება. თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ვიზიტის ფარგლებში ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივმა ცენტრმა (JTEC) თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებზე უწყებათაშორის შეხვედრას უმასპინძლა, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის მონაწილეობით. ნატო-ს წევრი ქვეყნების წარმომადგენლებს სიტყვით მიმართა თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ ლელა ჩიქოვანმა. სხდომის ფარგლებში, თავდაცვისა და უსაფრთხოების სექტორის წარმომადგენლებმა მიმოიხილეს და კომიტეტის წევრებს ინფორმაცია მიაწოდეს რეგიონში შექმნილ უსაფრთხოების რთულ გარემოსა და მზარდ გამოწვევებზე, თავდაცვისა და უსაფრთხოების სისტემის რეფორმებზე და გამოწვევების გათვალისწინებით, ნატო-საქართველოს თანამშრომლობის გაღრმავების აუცილებლობაზე. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ნატო-ს მადრიდის სამიტზე „საქართველოსთვის მორგებული მხარდაჭერის დოკუმენტის“ განხორციელებას ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის გაძლიერების გზით, რაც თავდაცვის შესაძლებლობების კიდევ უფრო განმტკიცებასა და მოკავშირეთა მხრიდან ქმედითი ღონისძიებების გატარებას მოიაზრებს. აღსანიშნავია, რომ საქართველო პირველად მასპინძლობს ნატო-ს პარტნიორობისა და თანამშრომლობითი უსაფრთხოების კომიტეტს. ვიზიტი კიდევ ერთხელ ადასტურებს ნატო-ს ურყევ მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ევროატლანტიკური მისწრაფებების მიმართ.
პუტინმა ბრძანა ომის გასაგრძელებლად ბიუჯეტი მოამზადონ
ბრიტანეთის ახალი პრემიერ-მინისტრი ზელენსკის შეხვდა და მას „100%-იანი“ მხარდაჭერა გამოუცხადა
როგორც მოსკოვში - თეთრი ფურცლის დაჭერისთვის პოლიციამ აქტივისტი ნოდარი წიწარიშვილი დააკავა
საქართველოს ეროვნული ბანკი: ბანკები „თელასის“ ლარში მომსახურებას გააგრძელებენ
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)