|
2022-11-09 19:45:32, 1100 ნახვა
პოლიტიკა
სერგეი შოიგუს ბრძანებით რუსეთს ხერსონიდან შეიარაღებული ძალები გაჰყავს
რუსეთს ხერსონიდან შეიარაღებული ძალები გაჰყავს. - ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია თავდაცვის მინისტრზე, სერგეი შოიგუზე დაყრდნობით ავრცელებს. მათივე თქმით, განკარგულება მას შემდეგ გაიცა, რაც შეიარაღებული ძალების სარდალმა, სერგეი სუროვიკინმა თავდაცვის მინისტრს აცნობა, რომ მდინარე დნეპრის მარცხენა სანაპიროზე სამხედროების გადაყვანით მათ სიცოცხლეს გადაარჩენდნენ. "დაიწყეთ ჯარების გაყვანით და მიიღეთ ყველა ზომა, რათა უზრუნველყოთ პერსონალის, იარაღისა და აღჭურვილობის უსაფრთხო გადაყვანა მდინარე დნეპრის გავლით". - ნათქვაკია განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ ხანგრძლივი სამხედრო ძალის თავმოყრის შემდეგ, რუსეთის მიერ თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და სახალხო რესპუბლიკის აღიარების შემდეგ, რუსეთმა დაარღვია საერთაშორისოდ აღიარებული უკრაინის სუვერენიტეტი და ომი ბგამოაცხადა. ომს დაწყებიდან დღევანდელ დღემდე არაერთი მოქალაქის სიცოცხლე შეეწირა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)