|
2022-11-08 19:05:32, 1132 ნახვა
პოლიტიკა
ევროპარლამენტი ხელისუფლებას მოუწოდებს, გაათავისუფლოს მიხეილ სააკაშვილი და მიეცეს მკურნალობის შესაძლებლობა საზღვარგარეთ
ევროპარლამენტის საგარეო კომიტეტზე ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების ხელშეკრულების შესრულების შესახებ რეზოლუცია მიღებულია. 47 მომხრე, 5 წინააღმდეგი, 2-მა თავი შეიკავა. ჩანაწერის მიხედვით, ევროპარლამენტი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას გაათავისუფლოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და ჰუმანიტარული მიზნებიდან გამომდინარე და პოლიტიკური პოლარიზაციის შესამცირებლად, მიეცეს მას შესაბამისი სამედიცინო მომსახურების მიღების შესაძლებლობა საზღვარგარეთ. "საქართველოს ხელისუფლებამ გაათავისუფლოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და მისცეს მას უფლება, გაიაროს სათანადო სამედიცინო მკურნალობა საზღვარგარეთ ჰუმანიტარული ნიშნით და როგორც პოლიტიკური პოლარიზაციის შემცირების საშუალება; მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, შეწყვიტოს პოლიტიკურად მოტივირებული სისხლის სამართლის საქმეები და განიხილოს მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეები მედიის მუშაკებისა და ხელისუფლების მიმართ კრიტიკული მედია საშუალებების მფლობელების ან ახლო ოჯახის წევრების წინააღმდეგ". - ნათქვამია განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)