|
2022-11-07 17:57:23, 1109 ნახვა
პოლიტიკა
ევროპარლამენტარების შესწორებაში აღნიშნულია სინანული გვარამიას განაჩენის, კეზერაშვილისა და ტელეკომპანია „ტვ პირველის“ დამფუძნებლების დევნის გამო
ევროპარლამენტის რეზოლუციაში რამდენიმე ევროპარლამენტარმა მედიასთან დაკავშირებით შესწორებები მოამზადა. ევროპარლამენტარების მარიამ ლექსმანის, ვლადიმირ ბილჩიკის, მიხაელ გალერის, დევიდ ლეგას, რასა იუნკევიჩიენეს მიერ ინიცირებული შესწორების თანახმად 2022 წელს საქართველო მსოფლიოში პრესის თავისუფლების ინდექსის რეიტინგში 60-დან 89-ე ადგილზე დაეცა, არსებული 180-დან და ეს საგანგაშო მაჩვენებელია. მირიამ ლექსმანი, ვლადიმირ ბილჩიკი, მიხაელ გალერი, რასა იუნკევიჩიენე, ანდრიუს კუბილიუსის შესწორებაში აღნიშნულია, რომ გვარამიას საქმე ბევრ კითხვის ნიშანს აჩენს. ევროპარლამენტარები, ანა ფოტიგა, იაცეკ სარიუშ-ვოლსკი, ასიტა კანკო მოუწოდებენ ყველა დაინტერესებულ მხარეს, დაიცვან პლურალისტური და მრავალფეროვანი მედიალანდშაფტი საქართველოში. შესწორებაში, რომლის ავტორები არიან ანდრიუს კუბილიუსი, რასა იუკნევიჩიენე აღნიშნული სინანული გვარამიას განაჩენის, კეზერაშვილისა და ტელეკომპანია „პირველის“ დამფუძნებლების დევნის გამო“. „სინანულს გამოთქვამს კრიტიკული მედიის „მთავარი არხის“ დირექტორის ნიკას გვარამიას განაჩენის გამო, სხვა კრიტიკული მედიასაშუალებების დამფუძნებლებისა და დირექტორების, კერძოდ, დავით კეზერაშვილისა და ტელეკომპანია „პირველის“ დამფუძნებლებისა და დირექტორების დევნის, ასევე კრიტიკული მედიის წინააღმდეგ ცილისწამებისთვის სასამართლოში ჩივილის პრაქტიკის გამო, როგორც დამოუკიდებელ მედიაზე პოლიტიკური ზეწოლა; მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, უზრუნველყოს მედიის თავისუფლება და ჟურნალისტების უსაფრთხოება“.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)