03:31 - 03 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-11-07 14:15:48, 2000 ნახვა

ომი უკრაინაში
ზელენსკი - დადგება დრო და უკრაინელებს ჩავაბარებთ ანგარიშს, რომ უზრუნველყოფილია დაცვა, როგორც მიწაზე, ისე - ჰაერში

დარწმუნებული ვარ რომ დადგება დრო,როდესაც უკრაინელებს ჩავაბარებთ ანგარიშს,რომ უზრუნველყოფილია სრული დაცვა, როგორც მიწაზე, ისე - ჰაერში“ - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მორიგ ვიდეო მიმართვაში განაცხადა

როგორც ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს,გრძელდება თავდასხმები ოკუპანტების მხრიდან დონეცკის ოლქში,მაგრამ უკრაინელები გმირულად იცავენ პოზიციებს,ხოლო რუსული ჯარი უდიდეს დანაკარგს განიცდის. 

„გრძელდება სასტიკი ბრძოლები დონეცკის ოლქში მიუხედავად იმისა,რომ რუსეთს დიდი დანაკარგები აქვს ის მაინც აგრძელებს მობილიზებულების გაგზავნას გარდაუვალ სიკვდილზე, მადლობას ვუხდი ჩვენს მებრძოლებს,რომლებიც უძლებენ ამ ზეწოლას და გმირულად იცავენ ჩვენს პოზიციებს,ჩვენ აუცილებლად გავდევნით ოკუპანტებს და ვუზრუნველყოფთ უსაფრთხოებას ჩვენი ყველა ქალაქისთვისა თუ სოფლისთვის.დარწმუნებული ვარ რომ დადგება დრო,როდესაც უკრაინელებს ჩავაბარებთ ანგარიშს,რომ უზრუნველყოფილია სრული დაცვა, როგორც მიწაზე, ისე - ჰაერში“ - განაცხადა ზელენსკიმ.

ცნობისთვის რუსი დამპყრობლები პარალელურად,აგრძელებენ თავდასხმებს ბახმუტზე, პავლოვკაზე, სოლედარსა და აღმოსავლეთის სხვა დასახლებებზე.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოჯთაბა ხამენეი მამის დაკრძალვას, სავარაუდოდ, ვერ დაესწრება
5 ივლისი გაორმაგების დღეა - მომხმარებლებს 500-ზე მეტ პარტნიორ ობიექტში 50%-იანი ფასდაკლება დახვდებათ
რა წერია OHCHR-ის ანგარიშში 2025 წელს საქართველოში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics