03:31 - 03 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-11-07 09:41:02, 1840 ნახვა

ომი უკრაინაში
ISW - კრემლის „ბირთვული თამაშები" კიევს მოლაპარაკებებს ვერ აიძულებს

კრემლის მაღალჩინოსნებმა უკრაინაში ბირთვული იარაღის გამოყენებასთან დაკავშირებით  რიტორიკის დეესკალაცია დაიწყეს,- აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას აშშ-ის ომის შემსწავლელი ინსტიტუტი (ISW) ავრცელებს.

მათი ცნობით, რიტორიკის ცვლილება მიუთითებს იმაზე, რომ რუსი სამხედროების მაღალჩინოსნებმა და კრემლის ოფიციალური პირებმა, სავარაუდოდ, გარკვეულწილად იცოდნენ უკრაინის ან ნატო-ს ქვეყნების წინააღმდეგ ბირთვული იარაღის გამოყენების უზარმაზარი ხარჯები, რაც რუსეთისთვის მცირე ოპერაციულ სარგებელს წარმოადგენს.

შეგახსენებთ, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი და მისი ოფიციალური პირები არაერთხელ მიმართავდნენ უკრაინის წინააღმდეგ ბირთვული იარაღის გამოყენების მუქარას და ასევე მიუთითებდნენ დასავლეთის ქვეყნებზე დარტყმის შესახებ.

21 სექტემბერს რუსეთის პრეზიდენტმა გამოაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციის ტერიტორიული მთლიანობის სავარაუდო საფრთხის შემთხვევაში, გამოიყენებდა ყველა შესაძლო საშუალებას.

ამასთან, ნატო ირწმუნება, რომ კრემლმა იცის ბირთვული იარაღის გამოყენების საშინელი შედეგები.

გარდა ამისა, ყირიმის ხიდის დაზიანების შემდეგ, კრემლმა თავი აარიდა პირდაპირი პასუხის გაცემას ბირთვული იარაღის გამოყენების საკითხზე მსგავსი მოვლენების საპასუხოდ.

მოგვიანებით, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ ბირთვული დოქტრინა უკრაინის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზეც გავრცელდება.

ამავდროულად, პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი თვლის, რომ ბირთვული იარაღის გამოყენება ფრონტზე არსებულ ვითარებაზე გავლენას არ მოახდენს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოჯთაბა ხამენეი მამის დაკრძალვას, სავარაუდოდ, ვერ დაესწრება
5 ივლისი გაორმაგების დღეა - მომხმარებლებს 500-ზე მეტ პარტნიორ ობიექტში 50%-იანი ფასდაკლება დახვდებათ
რა წერია OHCHR-ის ანგარიშში 2025 წელს საქართველოში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics