|
2022-11-06 16:39:04, 1610 ნახვა
მსოფლიო
რუსეთის მტკიცებით, უკრაინამ კახოვკის ჰიდროელექტროსადგური დაბომბა
რუსული სამთავრობო მედიის მტკიცებით, უკრაინული ძალების დაბომბვის შედეგად, ხერსონში კახოვკის ჰიდროელექტროსადგური დაზიანდა. მედიასაშუალება წერს, რომ დაზიანება აშშ-ს მიერ წარმოებული და მიწოდებული HIMARS-ის სარაკეტო დარტყმამ გამოიწვია. "უკრაინის მიერ კაშხალზე თავდასხმა ჰუმანიტარული კატასტროფის შექმნის მცდელობაა", - უთხრა გამოცემას ერთ-ერთმა რუსმა მაღალჩინოსანმა ანონიმურობის პირობით. რუსეთს ჰიდროელექტროსადგურის დაზიანების ამსახველი მასალა არ გაუვრცელებია. ცნობისთვის, გასული თვიდან უკრაინა და რუსეთი ერთმანეთს ნოვა კახოვკას კაშხალზე თავდასხმაში ადანაშაულებენ. 2 ნოემბერს, ხერსონის ოლქის საოკუპაციო ხელისუფლებამ კახოვკას ჰიდროელექტროსადგურის მიმდებარე ტერიტორიების ევაკუაცია გამოაცხადა და უკრაინის ხელისუფლება სადგურზე დარტყმის განზრახვაში დაადანაშაულა. უფრო ადრე, 21 ოქტომბერს, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ძალები ჰიდროელექტრუსადგურის აფეთქებას გეგმავდნენ. ზელენსკი მაშინ ამბობდა, რომ რუსების მიერ სადგური უკვე დანაღმული იყო და ტერორისტული აქტის უკრაინელებზე დაბრალებას აპირებდნენ. 19 ოქტომბერს, ხერსონის მარიონეტულმა ადმინისტრაციამ ოლქის მოსახლეობის მდინარე დნეპრის მარჯვენა სანაპიროდან მარცხენა სანაპიროზე "ორგანიზებული გადაადგილება" დაიწყო. ერთი დღით ადრე, 18 ოქტომბერს, ოლქის ე.წ. გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელმა, ვლადიმირ სალდომ მოსახლეობის ევაკუაციის მიზეზად დაასახელა წყალდიდობის საფრთხე, რომელსაც მისივე თქმით, კახოვკას კაშხალზე უკრაინელი სამხედროების იერიში გამოიწვევდა. კახოვკას ჰიდროელექტროსადგური და წყალსაცავი მდინარე დნიპროზე, ხერსონში მდებარეობს. კაშხლის დაზიანება დიდი ტერიტორის დატბორვასა და ხერსონის გარშემო ნგრევას გამოიწვევს.
SJP-მ ფორმულას, ტვ პირველისა და პუბლიკას საქმეებზე განგაშის სიგნალი ჩართო
ცაგერის საკრებულოს დეპუტატი „ქურდული სამყაროს“ მხარდაჭერის ბრალდებით დააკავეს
მარეგულირებელი კომისიის მიერ ტვ პირველისთვის დაკისრებული სანქციის გამო, ევროსაბჭომ განგაში გამოაცხადა
ე.წ. ქურდული გარჩევების საქმეზე დაკავებული ლალო გველესიანი და სხვა პირები პატიმრობაში გაუშვეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)