11:52 - 28 Jul, 2026
|
2022-11-04 17:43:46, 1203 ნახვა
პოლიტიკა
საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირანის ისლამური რესპუბლიკის ახლადდანიშნულ ელჩს შეხვდა
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ საქართველოში ირანის ისლამური რესპუბლიკის ახლადდანიშნულ ელჩთან, მაჰმუდ ადიბთან გაცნობითი შეხვედრა გამართა. თავდაცვის სამინისტროს ცნობით, მან ირანელ დიპლომატს ახალ პოზიციაზე დანიშვნა მიულოცა და წარმატებები უსურვა. შეხვედრაზე საუბარი შეეხო რეგიონის წინაშე არსებულ ახალ გამოწვევებსა და შესაძლებლობებს. მხარეებმა, ასევე განიხილეს ორ ქვეყანას შორის ორმხრივი თანამშრომლობის დღის წესრიგში არსებული აქტუალური საკითხები და სამომავლო გეგმები. მაჰმუდ ადიბმა საქართველოში ირანის ისლამური რესპუბლიკის ელჩის პოზიციაზე აქბარ ყასემი ალი-აბადი შეცვალა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)