|
2022-11-03 14:57:01, 1253 ნახვა
საზოგადოება
ფინანსთა მინისტრი აზიის განვითარების ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილეს შეხვდა
ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აზიის განვითარების ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილეს, ჟანგ ნიანშანს შეხვდა. შეხვედრას დაესწრნენ ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე და საქართველოში აზიის განვითარების ბანკის რეგიონული დირექტორი შეინ როზენტალი. საუბარი შეეხო საქართველოში საჯარო და კერძო სექტორში ბანკის მხარდაჭერილი პროექტების მიმდინარეობას, რომელთა ღირებულება დღეის მდგომარეობით, დაახლოებით, 4 მილიარდი აშშ დოლარია. ფინანსთა მინისტრმა სტუმარს მიაწოდა ინფორმაცია პანდემიასთან დაკავშირებული კრიზისის შემდეგ, ეკონომიკური ზრდის დასაჩქარებლად მთავრობის მიერ განხორციელებულ ღონისძიებებზე და კიდევ ერთხელ, მადლობა გადაუხადა აზიის განვითარების ბანკს COVID-19-ის პანდემიის პერიოდში აღმოჩენილი დახმარებისთვის. ყურადღება გამახვილდა 2022-2023 წლების მაკროეკონომიკურ პარამეტრებზე, ქვეყანაში დაგეგმილ რეფორმებზე, ასევე, იმ გამოწვევებსა და რისკებზე, რომელიც არსებობს რეგიონში უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედებების გამო. როგორც ფინანსთა მინისტრმა აღნიშნა, საქართველო აფასებს იმ ძალისხმევას, რომელსაც აზიის განვითარების ბანკი ახორციელებს ქვეყნის პრიორიტეტული მიმართულებების გასაძლიერებლად. მისი თქმით, ამ მხარდაჭერისა და ქვეყნის მიერ მიღწეული პროგრესის აღიარებაა ADB-ის გადაწყვეტილება - საქართველომ 2024 წელს უმასპინძლოს აზიის განვითარების ბანკის ყოველწლიურ შეხვედრას. შეხვედრის დასასრულს, გამოითქვა არსებული ნაყოფიერი თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების მზადყოფნა.
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
სუხიშვილების ღია სცენა თაკარა ახალი პროგრამით ბრუნდება, ღონისძიებების მხარდამჭერია SOLO (რ)
STEM განათლება მთელი საქართველოსთვის - BOG-ისა და კომაროვის ერთობლივი პროექტი
მაკა ბოჭორიშვილი მარკო რუბიოს მიწვევით ვაშინგტონში მინისტერიალში მიიღებს მონაწილეობას
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ოდესის სანაპიროსთან დაბომბეს გემი, რომელზეც აზერბაიჯანელები იმყოფებოდნენ
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)